მანიკიურის ხელოსანი ჯოანა კუპერი ჭარბწონიანი ქალბატონი იყო. მიუხედავად ამისა, ის გათხოვდა, თუმცა შვილების ყოლაზე მხოლოდ ოცნება შეეძლო.
ჯოანას ბავშვობიდან აწუხებდა ზედმეტი წონა და ჰორმონები. "12-დან 17 წლამდე ციკლი მხოლოდ ერთხელ მქონდა" – გაუმხილა ჯოანამ ჟურნალისტებს.
იხილეთ ფოტოგალერეა
გოგონა გიჟდებოდა პიცაზე, ჩიფსებსა და ფასტფუდზე, რის გამოც წონა დღითიდღე იმატებდა. 23 წლის ასაკში ჯოანა უკვე 150 კგ-ს იწონიდა.
სწორედ ამ პერიოდში გათხოვდა და მალე შვილების ყოლაზეც დაფიქრდა. "ვიცოდი, რომ იშვიათი ციკლის გამო პრობლემები მექნებოდა, მაგრამ როცა ექიმმა მითხრა, რომ ვერასოდეს დავფეხმძიმდებოდი, ძალიან განვიცადე. შემდეგ მან შემომთავაზა, რომ კუჭის დაპატარავების ოპერაცია გამეკეთებინა, რაც ზედმეტი წონის მოშორებაში დამეხმარებოდა და შესაბამისად, დაორსულების შანსიც მექნებოდა", - იხსენებს ჯოანა.
ოპერაცია გოგონას სახელმწიფო ჯანდაცვამ დაუფინანსა. ოპერაციიდან ნახევარ წელიწადში ჯოანა 63 კგ-ით ნაკლებს იწონიდა და მალე დაორსულდა კიდეც. ვაჟის დაბადებიდან ნახევარ წელში ქალი კვლავ დაფეხმძიმდა.
"განვიცდიდი, რომ ფეხმძიმობებს შორის პატარა შუალედის გამო ისევ მოვიმატებდი წონაში. ამიტომაც როგორც კი მეორედ ვიმშობიარე, მაშინვე დიეტაზე დავჯექი და ვარჯიში დავიწყე." – ჰყვება ჯოანა.
წონის ასეთი ცვალებადობის გამო ჯოანას მუცელი ძალიან მოეშვა და საშინელი შესახედავი გახდა. ამიტომაც მან გადაწყვიტა, პლასტიკური ქირურგიისთვის მიემართა.
"დღეს უკვე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გარეგნობით და როცა ძველ ფოტოებს ვუყურებ, ძნელი დასაჯერებელია, რომ მათზე მე ვარ გამოსახული." – დასძენს ჯოანა.
იხილეთ ფოტოგალერეა