მისაბაძი ქალის რაციონის მიხედვით, წონაში დაკლება შედარებით მარტივია და თან სასიამოვნო. შესანიშნავი სტიმული თვალწინ გვაქვს, ხოლო დიეტის ეფექტურობა – ეჭვს არ იწვევს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Victorias’s Secret-ის ულამაზესმა მოდელმა საკუთარ მაგალითზე დაამტკიცა, რომ მიაღწიო მოხდენილ სხეულს, რამდენიმე დღეშიც შეგიძლია. ხანდახან მნიშვნელოვანი დეფილეს წინ ადრიანას მთელი ორი კვირა პროტეინების კოქტეილებსა და წყალზე ყოფნა უწევს.
თუმცა დიეტოლოგები მოდელის ამ რადიკალურ მეთოდს არ მიესალმებიან – ასე წონაში დაკლება ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის.
ადრიანამ დააფასა დიეტოლოგების რჩევები და რეკომენდაციები და საკუთარი, გემრიელი რაციონი შეიმუშავა. ახლა მოდელის მენიუში შედის – ბოსტნეულის რაგუ (ოპტიმალურად – ლობიოთი), კრაბის პუდინგი და უგემრიელესი მწვადი, ასევე, ზღვის პროდუქტების ბულიონები.
იხილეთ ფოტოგალერეა
ადრიანას პრაქტიკიდან გამომდინარე, საუკეთესოდ მუშაობს დანაწევრებული კვება – პატარა ულუფებით ჭამა, დღის ბოლოს საკვების რაოდენობის შემცირება და ძილისთვის კუჭის ნახევრად ცარიელ მდგომარეობაში დატოვება.
თუკი ამ ძალისხმევამ საკმარისი ეფექტი არ მოახდინა და მოდელის სხეულს კიდევ სჭირდება კორექცია, ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე, ადრიანა სპეციალურ ექსპრეს-დიეტას მიმართავს, რომელსაც გირჩევთ, ჩაინიშნოთ, თუმცა დიეტოლოგის კონსულტაციის გარეშე არ გააკეთოთ:
საუზმე: ბოსტნეულის პიურე და ქიშმიში, 2 კვერცხის ცილა, ერთი ჭიქა ნატურალური იოგურტი შაქრის გარეშე და ყავა.
წახემსება: კივი ან ერთი კოვზი თაფლი.
სადილი: ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული, თევზი ან უცხიმო ხორცი, უგაზო მინერალური წყალი.
სამხარი: პატარა ნაჭერი მწარე შოკოლადი.
ვახშამი: მწვანე ბოსტნეულის ან მჟავე ხილის სახეობების სალათა. უგაზო მინერალური წყალი.
ასევე იხილეთ:
ჯულია რობერტსის დიეტა ინფოგრაფიკაში: მინუს 4-7 კგ, პლუს სახის კანის ლიფტინგი
პრინცესა დაიანას დიეტა – 14 დღე და საოცარი შედეგი
ექსპრეს-დიეტები ვარსკვლავებისგან