ამ დიეტის შემქმნელი ამერიკელი ფსიქოლოგი მარტინ კატანი ამტკიცებს, რომ მან თავად შეძლო დაეკლო 31 კილოგრამი.
სწორედ ამან უბიძგა ფსიქოლოგს, გამოეცა წიგნი, სადაც წონაში კლების საკუთარ მეთოდზე საუბრობს. წიგნი 1986 წელს გამოიცა, თუმცა ის დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სისტემა დაფუძნებულია კალორიების დღიური ნორმის ცვალებადობაზე, რაც, როგორც მისი შემქმნელი ამტკიცებს, ოპტიმალურია ქალის ორგანიზმისთვის.
დიეტ-ს ციკლი – 21-დღიანია. თუ დიეტას ფიზიკურ დატვირთვასაც დაუმატებთ, 10 კგ-ს დაიკლებთ, ხოლო მის გარეშე – 6-ს.
ძირითადი მომენტები:
1. 1, 2, 3 დღეებში საკვების დღიური კალორიების ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 600 კკალ-ს.
2. მე-4, 5, 6, 7 დღეებში – 900 კკალ-ს.
3. მე-8, 9, 10, 11, 12, 14 დღეებში – 1200 კკალ-ს.
4. მე-15, 16, 17 დღეებში – კვლავ მხოლოდ 600 კკალ.
5. მე-18, 19, 20, 21 დღეებში – 900 კკალ.
6. დიეტიდან გამოსვლა.
დიეტის პირველი დღეები საკმაოდ რთულია მათთვის, ვინც მიუჩვეველია, ასე მკაცრად შეზღუდოს კალორიები. კატანი გვირჩევს, არ გამოვრიცხოთ რაციონიდან მთლიანად ცხიმები, რადგან ის აუცილებელია მეტაბოლიზმისთვის.
ციკლის გამეორება შეგიძლიათ მხოლოდ 2-3 თვის შემდეგ.
ასევე იხილეთ:
შვედი დიეტოლოგის დიეტა "6 ფოთოლი"
როგორ დავიკლოთ წონაში დივანზე წამოწოლილებმა? – ფრანგი დიეტოლოგის უნიკალური მეთოდი
დიეტა-პირამიდა – ექიმის რჩევით