ფიტნესმოდელი და არაერთი კონკურსის მონაწილე და პრიზიორი ია უძილაური სოციალურ ქსელში თავის თაყვანისმცემლებს იდეალური სხეულის საიდუმლოს უმხელს.
ია წერს, რომ მუცლიდან ცხიმის მოშორება მკაცრი დიეტის და დიდი დატვირთვით ვარჯიშის გარეშეც შეიძლება.
ია უძილაური:
ყველაზე მარტივი, მაგრამ ეფექტური ტოპ-5 რჩევა ჩემგან, რაზე უნდა ვთქვათ უარი იმისთვის, რომ გვქონდეს ლამაზი მუცელი:
1. არავითარი შიმშილი!
ეცადეთ, დღეში მინიმუმ 4-ჯერ მიირთვათ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ კვებას შორის შუალედში ნებისმიერი ლუკმაც საჭმელია.
2. საუზმე აუცილებელია!
დღის პირველ მონაკვეთში კარგად იკვებეთ და მიიღეთ მეტი კალორია, ვიდრე დღის მეორე ნახევარში და არა პირიქით.
3. საჭმელთან ერთად მოერიდეთ ბევრი სითხის მიღებას.
განსაკუთრებით კი, ტკბილი და გაზიანი სასმელების "მიყოლებას" (არ დაგავიწყდეთ, რომ დღის განმავლობაში 2-3 ლიტრი სითხე უნდა მიიღოთ).
იხილეთ სრულად