მილიონობით მამაკაცის გულთამპყრობელი, მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალი უკვე 5 ათეულ წელს ითვლის და მიუხედავად ამისა, ის შესანიშნავ ფორმაშია. მისი საიდუმლო მარტივია და ყველასთვის ხელმისაწვდომი:
პირველი დღე
საუზმე - უშაქრო ყავა, ერთი ნაჭერი ტოსტი ჯემით.
სადილი - 3 კვერცხის ცილისგან მომზადებული ომლეტი, 2 ცალი ჩათუთქული ყაბაყი, ჭვავის პური, ფორთოხალი.
ვახშამი - 150 გრ უცხიმო ხორცი, ბოსტნეულის სალათა, ხილი.
მეორე დღე
საუზმე: უშაქრო ჩაი, ერთი ნაჭერი ტოსტი ჯემით, გრეიპფრუტი.
სადილი: 3 კვერცხის ცილის ომლეტი, 3 ცალი მოხარშული ყაბაყი, ჭვავის პური, ფორთოხალი.
ვახშამი: 150 გრ მჭლე ხორცი, ბოსტნეულის სალათა, ხილი.
მესამე დღე
საუზმე - მწვანე ჩაი ლიმონით, ერთი ნაჭერი ტოსტის პური თაფლით, გრეიპფრუტი.
სადილი - მოხარშული ან გამომცხვარი კარტოფილი ოხრახუშით ან კამით, 100 გრ უცხიმო ყველი.
ვახშამი - 170 გრ სპაგეტი ერთი კოვზი ზეითუნის ზეთითა და პომიდვრით, ხილი.
მეოთხე დღე
საუზმე - ნატურალური, არატკბილი იოგურტი 2 კოვზი თაფლით და 40 გრ უცხიმო ყველი.
სადილი - 100 გრ ბრინჯი, ამდენივე მოხარშული ყაბაყი და საქონლის ხორცი, ერთი ფინჯანი კენკრა.
ვახშამი - 200 გრ მოხარშული უცხიმო თევზი, ერთი კონა მწვანილეული მცენარეულ ზეთთან ერთად, ერთი ნაჭერი პური და ერთი ცალი რომელიმე ხილი.
მეხუთე დღე
საუზმე - ახალგამოწურული ხილის წვენი, 2 ცალი ორცხობილა.
სადილი - 100 გრ სპაგეტი, მწვანე ფოთლების სალათა, ფორთოხალი და ერთი მუჭა ყურძნის ლებნები.
ვახშამი - ლობიოთი, ხახვითა და მწვანილით მომზადებული სალათა, ხილი.
მეექვსე და მეშვიდე დღე - გაიმეორეთ ნებისმიერი დღის მენიუ.
ასევე იხილეთ:
"რობინზონ კრუზოს რაციონი" - ვიქტორია ბექჰემის დიეტა (+ფოტო)
ადრიანა ლიმას ექსპრეს-დიეტა (+ფოტო)
ჯულია რობერტსის დიეტა ინფოგრაფიკაში: მინუს 4-7 კგ, პლუს სახის კანის ლიფტინგი
ექსპრეს-დიეტები ვარსკვლავებისგან