ჰოლივუდში ბოლო დროს ჯეჯილის დიეტის ბუმია. ემილი ბლანტი, ჰაიდი კლუმი, კოლინ ფარელი, მეგანი ფოქსი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ვარსკვლავების, ვინც დღეს ერთი ჭიქა ჯეჯილის წვენით იწყებს.
ჯეჯილის მოყვანა ყველამ, ალბათ, კარგად იცით. სახლის პირობებშიც ძალიან მარტივი გასაკეთებელია. თეფშზე დააფინეთ ბამბა და დაასხით წყალი, მოაყარეთ ხორბლის მარცვლები. ორ კვირაში შეძლებთ მოსავლის მიღებას. შემდეგ ჯეჯილი უნდა გამოწუროთ.
როგორც ჰოლივუდელი ლამაზმანები ამბობენ, ჯეჯილის წვენს მაინცდამაინც კარგი გემო არ აქვს. ამიტომ ვარსკვლავები ერთ ჭიქა ჯეჯილის წვენს ლიმონის წვენსაც უმატებენ.
იხილეთ სრულად