მეგან ფოქსი ვინაა, ალბათ, მაგის შეხსენება არ გჭირდებათ და ალბათ, ისიც იცით, რა მოხდენილად გამოიყურება.
ჰოდა, გთავაზობთ მის დიეტას, რომელიც თქვენც მოგცემთ საშუალებას, ფორმაში ჩადგეთ და იდეალური წონა შეინარჩუნოთ.
საუზმეზე ვარსკვლავი ერთ ცალ მოხარშულ კვერცს და ფაფას (შვრიის, წიწიბურის, ხორბლის, ზოგჯერ ნარევისაც) მიირთმევს. რამდენიმე საათის შემდეგ ხილის სალათას მიირთმევს. უპირატესობას ტროპიკულ ხილს - ანანასი, ავოკადო, კივი, ციტრუსები - ანიჭებს. სალათას აუცილებლად აყოლებს ერთ მუჭა ნუშს. მსახიობის აზრით, და ეს მეცნიერულადაც დამტკიცებულია, ნუში ქალის ორგანიზმს აძლიერებს და სილამაზეს ანიჭებს. მსახიობს ჩანთაში მუდამ უდევს დარჩეული ნუშით სავსე პაკეტები და დღის განმავლობაში წაიხემსებს ხოლმე.
14-15 საათამდე მეგანი აუცილებლად სადილობს. ვარსკვლავის მენიუ შემდეგი კერძებისგან შედგება: ბოსტნეულის სუპ-პიურე, ისპანახით ან სტაფილოთი, 150-200 გრამი ორთქლზე მოხარშული თევზი და დიდი თეფშით დაჭრილი მწვანილი და სალათის ფურცლები. ამ უკანასკნელებში თითქმის არ არის კალორიები, მაგრამ მწვანილებიც და სალათის ფურცლებიც მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით.
ფოქსი ცდილობს, საღამოს კუჭი არ გადატვირთოს და მსუბუქად ვახშმობს ბოსტნეულის სალათით. თუმცა, თავს უფლებას აძლევს, დღის ბოლოს ერთი ჭიქა წითელი ღვინო დალიოს.
მსახიობი გვიმხელს, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც მიირთმევს დესერტს, მაგრამ არის რამდენიმე პროდუქტი, რომელიც გამორიცხა რაციონიდან და მის ჭამას არც სხვებს ურჩევს. ესაა შემწვარი ხორცი და ფასტ-ფუდი. მეგანის აზრით, ეს საკვები არა მარტო ზედმეტ კალორიებს დაგიგროვებთ ორგანიზმში, არამედ საფრთხეს უქმნის თქვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
ასევე იხილეთ:
კიმ კარდაშიანმა 22 კგ ატკინსის რევოლუციური დიეტით დაიკლო
მონიკა ბელუჩის დიეტა: მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი
"რობინზონ კრუზოს რაციონი" - ვიქტორია ბექჰემის დიეტა (+ფოტო)
ჯულია რობერტსის დიეტა ინფოგრაფიკაში: მინუს 4-7 კგ, პლუს სახის კანის ლიფტინგი
ადრიანა ლიმას ექსპრეს-დიეტა (+ფოტო)