ეს პოზა ამაგრებს ორგანიზმს და ატონიზირებს კისრის, წელის და გავის ხერხემლის მალებს.
მაგრდება ზურგის გამშლელი კუნთები, იკუმშება და ძლიერდება თეძოები. ჰიპოფიზი, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლები უხვად მარაგდება სისხლით და კარგად ფუნქციონირებენ.
ორგანიზმზე ზემოქმედება:
სეტუ - ბადხასანა ეხმარება პნევმონიის, ჰიპერტონიის, გასტრიტის, ოსტეოქონდროზის, ელენთის და ღვიძლის დაავადებების და ანგინის დროს.
იოგას ასანების რეგულარული შესრულება ამაგრებს ზურგის, მუცლის და კისრის კუნთებს, ხელს უწყობს მენჯის ორგანოების გაახალგაზრდავებას, ხსნის თავის ტკივილს და ადუნებს.
შესრულების ტექნიკა:
1. დაწექით ზურგზე, შემდეგ მოხარეთ მუხლში ჯერ ერთი ფეხი, მერე მეორე. ორივე მუხლი უნდა ეხებოდეს ერთმანეთს. ქუსლები და ფეხის თითებიც უნდა ეხებოდეს ერთმანეთს.
იხილეთ სრულად