დღეიდან ზედმეტი წონის მოშორებაში პალეოლიტური მეთოდი, ანუ კარაქიანი ყავა დაგეხმარებათ.
ბოლო დროს ამ სასმელმა ინგლისსა და ამერიკაში გადატრიალება მოახდინა დიეტოლოგიაში. კარაქიანი სასმელი საოცარი ცხიმისმწველი საშუალებაა, - წერს დასავლური პრესა.
"ცხიმიანი" ყავის იდეა ჯანმრთელი კვების დარგში ამერიკელ ექსპერტს, დეივ ასპრეას ეკუთვნის. როგორც სპეციალისტი ამტკიცებს, ყავისა და კარაქის შეხამება იდეალურად ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს.
ნოუ-ჰაუ მეცნიერს მას შემდეგ დაებადა, რაც ტიბეტში მოგზაურობისას ნახა ჩაის ადგილობრივად მომზადების უნიკალური მეთოდი, ანუ როგორ უმატებდნენ ჩაიში იაკის რძისგან მომზადებულ კარაქს.
"ცხიმიანი ყავა" დაღლილობას ხსნის
რიგი ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ მეცნიერმა შექმნა ახალი სასმელი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ყავა და კარაქი. ექიმმა ყავაში რამდენიმე წვეთი ქოქოსის რაფინირებული ზეთი და ნაღების უმარილო კარაქი ჩაუმატა. ამ კალორიულ სასმელს საკმაოდ თავისებური, სპეციფიკური გემო აქვს.
დასავლურმა პრესამ უკვე მონათლა "ცხიმიანი" ყავა "სუპერსასმელად". მათი თქმით, ასე მომზადებული ყავა არა მხოლოდ წვავს ცხიმებს, არამედ ხსნის დაღლილობას და ამ საკითხში ის მწვანე ჩაისაც უსწრებს.
თავად მეცნიერი დეივ ასპრეასი ამტკიცებს, რომ კარაქიანი ყავა ადამიანს მატებს ძალას და ტონუსს ყავის დალევიდან 6 საათის განმავლობაში ინარჩუნებს – სწორედ ამ ენერგიისთვის ორგანიზმი ინტენსიურად წვავს ცხიმს და კალორიებს.
"კარაქიანი ყავა საუკეთესო მატონიზირებელი სასმელია და ის ეფექტურად ებრძვის შიმშილის გრძნობას", - წერს ჯანმრთელი ცხოვრების გურუ. ასევე, ცხიმიანი ყავა აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.
ყავის მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში