პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარი ფოტოები ატვირთა, რომელსაც მიაწერა: "მგონია, რომ მარცხნივ მე არ ვყოფილვარ".
მოკლედ, სურათებზე ნათლად ჩანს, რომ მას წონაში სერიოზულად აქვს დაკლებული.
"ამბები.გე" პროდიუსერს დაუკავშირდა.
- ეს ორი წლის წინანდელი და ახლანდელი ჩემი ფოტოებია.
- განსხვავება მართლაც დიდია, ძველ ფოტოზე შეფუმფულებული, პუტკუნა ხარ. ახალზე კი დასუსტებული, სექსუალური მამაკაცი. როგორ დაიკელი წონაში?
- სტანდარტული პასუხი მაქვს, - მიზნად დავისახე, გავმხდარიყავი და მივაღწიე.
- ამისთვის მხოლოდ მიზანია საკმარისი?
- გააჩნია მიზნის ხარისხს და კიდევ იმას, როგორ მოქმედებ მის მისაღწევად. მიზანი გქონდეს და არაფერი აკეთო ამისთვის, მაშინ ამ ყველაფერს რა აზრი აქვს?
- დიეტას იცავდი, თუ ვარჯიშობდი?
- არასდროს დავმჯდარვარ ისეთ დიეტაზე, რომელიც რაღაც გრაფიკში მომაქცევდა, - დღის განმავლობაში ამდენი უნდა ვჭამო, ამდენი გრამი, ამდენი კალორია. ეს ჩემი საქმე არ არის.
იხილეთ სტატია სრულად