დამდეგი წელი ბევრ საჩუქარს, სასიამოვნო შეხვედრას, სიურპრიზსა და რაც მთავარია, ბევრ ძალიან გემრიელ საჭმელს მოგვიტანს.
სადღესასწაულო სუფრასთან ადამიანმა, შესაძლოა, 6 000 კალორიაც მიიღოს, რომელშიც შევა ტკბილი სასმელები, სალათები, დესერტები და ცხელი კერძები.
თუკი თქვენ შორის მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც მიზნად აქვს დასახული, მოთოკოს მადა ახალი წლის ღამეს, მოხარულები ვიქნებით, დაგეხმაროთ ამაში.
ნახეთ, რამდენ კალორიას შეიცავს სადღესასწაულო სუფრის შემადგენელი ესა თუ ის პროდუქტი და თავად გადაწყვიტეთ, რამდენი და რა შეგიძლიათ მიირთვათ სუფთა სინდისით.
გლინტვეინი - 183 მლ 200 კკალ.
შოკოლადის თოვლის პაპა - 55 გ 200 კკალ.
შემწვარი ქათამი - 94 გ 200 კკალ.
ორცხობილა - 56 გ 200 კკალ.
ბრიუსელის კომბოსტო - 690 გ 200 კკალ.
შოკოლადის ტორტი - 61 გ 200 კკალ.
ხორცის ღვეზელი - 53 გ 200 კკალ.
კანფეტები - 47 გ 200 კკალ.