ჩინელი მედიკოსების აზრით, ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად სრულიადაც არ არის საჭირო მტანჯველი დიეტა.
იმისთვის, რომ იდეალური ფორმა შეინარჩუნოთ, აუცილებელი არ არის, უარი თქვათ საყვარელ კერძზე -უბრალოდ, ის დიდხანს ღეჭეთ.
ხარბინის სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ ამგვარად ორგანიზმი გაცილებით ნაკლებ კალორიას იღებს. მათი თქმით, როცა ადამიანი საკვებს დიდხანს ღეჭავს, ტვინს მეტი დრო აქვს, მიიღოს დანაყრების სიგნალი.
ცნობილია, რომ სრული დანაყრების თაობაზე ინფორმაციას ტვინი პირველი ლუკმის ჩაყლაპვიდან 20 წუთის შემდეგ იღებს.
მეცნიერებმა დაამტკიცეს ისიც, რომ ნელა ღეჭვის დროს იკლებს ჰორმონ გელინის დონე, რომელიც კუჭსა და ჰიპოთალამუსში გამომუშავდება და შიმშილზე რეაგირებს.
ლიკა კერატიშვილი
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)