თუ მყარად გადაწყვიტე, რომ გათავისუფლდე ზედმეტი კილოგრამებისგან, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ჯანმრთელი კვებისა და სწორი ფიზიკური დატვირთვის შეხამება – საუკეთესო შედეგებს იძლევა.
მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა სრულყოფილების მისაღწევად.
იმისათვის, რომ შენი მონდომება 100%-იანი წარმატებით დაგვირგვინდეს, დიეტასა და ვარჯიშს დაუმატე სასმელები, რომელთა დახმარებითაც წონა თვალსა და ხელს შუა დაიწყებს ქრობას, ხოლო მუცლიდან ზედმეტი ცხიმი უკან დაუბრუნებლად გაქრება.
შეეცადე, ყოველდღიურად მიიღო რაც შეიძლება მეტი სითხე და მაშინვე შეიგრძნობ სიმსუბუქეს.
დიეტის დარღვევის შემთხვევაშიც, მაინც გააგრძელებ წონაში კლებას, თუკი ორგანიზმს ამ 6 სასმელს შესთავაზებ.
1. წყალი ყინულით
მთელი დღის განმავლობაში სვი ყინულიანი წყალი, კონკრეტულად კი, ჭამიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ. გაყინული წყალი აუმჯობესებს რეგენერაციის პროცესს უჯრედებში და აგავსებს ენერგიით ცხიმთან საბრძოლველად.
2. წყალი ქოქოსის რძით
წყალში გახსნილი ქოქოსის რძე - მეტაბოლიზმის ასამუშავებლად სუპერსაშუალებაა. ასევე, ის აჯერებს ორგანიზმს წყლით. საქმე ისაა, რომ ქოქოსის წყალი შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროლიტებს. რაც მეტია ელექტროლიტი, მით მეტია ენერგია – მეტი ენერგია კი ორგანიზმში გამომუშავდება ყველა რესურსის გამოყენებით. თუ იცი, სად შეიძლება შეიძინო ქოქოსის რძე – აუცილებლად გაუკეთე საკუთარ თავს ეს საჩუქარი.
3. უცხიმო რძე
სვი ყოველდღე უცხიმო რძე, თუნდაც არ გიყვარდეს ეს სასმელი, მაინც, - ის გამოიტანს ორგანიზმიდან ტოქსინებს. დიეტოლოგიაში უკანასკნელი კვლევების თანახმად, უცხიმო რძე წვავს ცხიმებს.
4. ბოსტნეულის წვენები
ბოსტნეულის წვენები არა მხოლოდ გაამდიდრებს ორგანიზმს ვიტამინებით, არამედ ის დაეხმარება კუჭს მუშაობაში. თუ წახემსებას ბოსტნეულის წვენებით ჩაანაცვლებ, გარანტირებულად დაიკლებ წონაში. კიდევ ერთი პლუსი – მაშინვე იგრძნობ ნაყროვანებას, როგორც კი ერთ ჭიქა ბოსტნეულის წვენს დალევ.
5. მწვანე და შავი ჩაი
მწვანე და შავი ჩაიც ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის, ასუფთავებს კუჭ-ნაწლავს, აძლიერებს ორგანიზმს აქტიური მუშაობისთვის. ადამიანები, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ჩაის, ორჯერ სწრაფად იკლებენ წონაში, ვიდრე ისინი, ვინც ამ სასმელზე უარს ამბობენ.
6. საზამთროს სმუზი
ეს არა მხოლოდ ძალიან გემრიელი სასმელია, არამედ წარმოუდგენლად ეფექტური წონასთან საბრძოლველი საშუალებაც. საზამთროზე უკეთ არაფერი წმენდს ორგანიზმს. ეს სასმელი – საუკეთესოა მათთვის, ვისაც უყვარს ტკბილი და უარს ვერ ამბობს მასზე. თამამად შეგიძლიათ მიირთვათ დიდი რაოდენობით საზამთროს სმუზი და არ შეგეშინდეთ, რომ ზედმეტ კალორიებს მიიღებთ; პირიქით, ის დაგეხმარებათ წონაში კლებისას.