შვილებიანი ქალისთვის ხშირად წონა დიდ პრობლემად რჩება. იწყება გაუთავებელი ექსპერიმენტები, დიეტები, გასახდომი საშუალებების ძებნა.
არადა, წონის დასაკლებად ზოგჯერ მხოლოდ ერთი გზის არჩევა საკმარისი არაა - მაგალითად, მხოლოდ ვარჯიში ან მხოლოდ დიეტა. გახდომა კომპლექსური პროცესია და ბევრ წვრილმანზეა დამოკიდებული.
ამჯერად სწორედ ასეთ წვრილმანს გთავაზობთ - სპეციალურ ცხიმების მწველ კოქტეილს, რომელსაც შინ ადვილად დაამზადებთ.
კოქტეილისთვის დაგჭირდებათ:
უცხიმო, 1%-იანი კეფირი
დარიჩინი
კოჭა
წითელი წიწაკა
ეს კომპონენტები ხშირად ხვდება გახდომისთვის ყველაზე შესაფერის პროდუქტებს შორის, ერთად კი უნიკალურ "ცხიმების დამწველ" საშუალებას ქმნის.
კეფირში დანის წვერით ჩაყარეთ წითელი მწარე წიწაკა, ½ ჩაის კოვზი დაფქული კოჭა და ამდენივე დარიჩინი. ათქვიფეთ მიქსერით ან ბლენდერით, ან უბრალოდ, კარგად აურიეთ.
იხილეთ სრულად: mshoblebi.ge