ამ საოცარი დიეტის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ხარჯავ ენერგიას იმ საკვების გადამუშავებისთვის, რომელსაც მიირთმევ.
რაც მთავარია, არ გტანჯავს შიმშილის გრძნობა, რადგან მთელი დღის განმავლობაში იღებ მითითებულ პროდუქტებს დიდი რაოდენობით. ხოლო იმისათვის, რომ არ გამოიფიტო და ვიტამინების საჭირო მარაგი მიიღო, დაუმატე ამ პროგრამას მულტივიტამინების კომპლექსი.
ვარჯიშიც ძალიან სასარგებლო იქნება პარალელურად, მაგრამ თუ ვერ ახერხებ, არ იდარდო, წონაში ფიზიკური დატვირთვის გარეშეც დაიკლებ.
1. ხილის დღე
მიირთვი ნებისმიერი ხილი (ბანანის გარდა) მთელი დღის განმავლობაში. იდეალურია გასახდომად საზამთრო. საზამთროზე გატარებული დღის შემდეგ თავს ბევრად მსუბუქად იგრძნობ და წონასაც მომენტალურად დაკარგავ. თუმცა, რა თქმა უნდა, ამისათვის სეზონია საჭირო.
2. ბოსტნეულის დღე
მეორე დღეს მიირთმევ მხოლოდ ბოსტნეულს: უმს, ჩაშუშულს, მოხარშულს. არ ჩართო რაციონში პარკოსნები და მარცვლეული. სიურპრიზი! დღეს შენ შეგიძლია ისადილო გამომცხვარი კარტოფილით და კარაქით.
3. ბოსტნეული+ხილი. დატკბი მთელი დღე საყვარელი ბოსტნეულითა და ხილით. მოიმზადე სალათა ქორფა ბოსტნეულისგან, შეკმაზე ლიმონის წვენით და ცხარე წიწაკით – ასე მომზადებული სალათა ძალიან გემრიელია და თან ცხიმების წვას უწყობს ხელს. ჰო, კარტოფილი დღეს არ შეიძლება.
4. ბანანი+იოგურტი
არ გაგიკვირდეს: დღეს შეგიძლია და მეტიც, უნდა ჭამო ბანანი, რადგან შენს ორგანიზმს სჭირდება დამატებითი მინერალები, ხოლო ბანანში ბევრი კალციუმია. დღის განმავლობაში შეგიძლია მიირთვა მთელი 8 ბანანი და დააყოლო 8 ჭიქა უცხიმო რძე ან უცხიმო იოგურტი. ზღაპარია, დიეტა კი არა!
5. ქათამი+პომიდორი
შენი მთელი დღის რაციონი უნდა შედგებოდეს ქათმისა და ქორფა პომიდვრისგან. ქათამი შეგიძლია ჩაანაცვლო ინდაურის ხორცით, თუ გაქვს ამის სურვილი და შესაძლებლობა. აუცილებლად სვი ბევრი წყალი – ყოველი შეჭმული პომიდორი უნდა კომპენსირდეს 1 ჭიქა ჩვეულებრივი წყლით, რათა ორგანიზმი გაიწმინდოს ზედმეტი მარილისა და მჟავისგან.
6. ქათამი+ბოსტნეული
ამ დღის მენიუა - ქათამი და ნებისმიერი ბოსტნეული. რა თქმა უნდა, არა კარტოფილი და პარკოსნები.
7. სუფის დღე
მოიმზადე გემრიელი სუპი, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში მიირთმევ. მაგალითად, ასეთი: 2 მოზრდილი თავი ხახვი, 1 ყაბაყი, 1 ბულგარული წიწაკა, პომიდორი, ნიახური და სხვა მწვანილი. მოხარშე ყველა ეს ბოსტნეული და შეანელე სანელებლებით. მომზადებული წვნიანი დააბლენდერე.
იმისათვის, რომ დაიკლო წონაში, საკმარისია, გახსოვდეს ყოველთვის შენი მიზანი. როგორც კი ხელი იმ პროდუქტებისკენ გაგექცევა, რომლებიც არ შედის ამ კვების რეჟიმში, გაიხსენე, რის გამო წამოიწყე ეს დიეტა. ნებისმიერ ადამიანს ეყოფა ნებისყოფა, გაძლოს 7 დღე ამ რეჟიმში, ხოლო შედეგი ამად ნამდვილად ღირს!