რუსული ტელევიზიის ვარსკვლავი, 39 წლის თინა კანდელაკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გარეგნობას და შესაბამისად, არ კარგავს სილამაზეს. მეტიც, უფრო და უფრო მომხიბვლელი ხდება.
როგორც ცნობილია, თინა აქტიურად არის სპორტით დაკავებული, მაგრამ ამასთან, ფორმის შესანარჩუნებლად მისდევს კვების გარკვეულ რეჟიმს.
სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამორჩეულმა ტელევარსკვლავმა ახლახან გამოაქვეყნა დიეტის მენიუ, რომელსაც ის იცავს, როცა რამდენიმე კილოგრამი აქვს მოსაკლები.
"ეს ჩემი განახლებული მენიუა justforyou. პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ – ნახშირწყლებია. დიახ, მე ყოველთვის ცილოვანი დიეტით ვიკლებდი, მაგრამ ახლა გადავწყვიტე, ცოტაოდენი ნახშირწყლებიც დამემატებინა. იმედი მაქვს, ეს მხოლოდ გააუმჯობესებს შედეგს და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას შეუწყობს ხელს" – წერს თინა კანდელაკი Instagram-ზე და იქვე აქვეყნებს დიეტის მენიუს.
ინდივიდუალური მენიუ:
დილით
ასკილის ნაყენი 250 მლ 65.17 კკალ (მიიღეთ თქვენთვის სასურველ დროს)
08.00 – 09.00
პუდინგი ჩიას თესლით და სოიოს რძე 200 გრ 150, 38 კკალ.
შვრიის ორცხობილა 160 გრ 100,85 კკალ
11.00 – 11.30 საათზე
გოგრისა და მსხლის სალათა 150 გრ 101,1 კკალ.
ყველი ტაფუ კუნჟუტის თესლთან, სოკოსა და სოუსთან ერთად 140 გრ 34,11 კკალ.
შუადღე
14.00 - 15.00 საათი
სალათის ფოთლები პომიდვრით, ბოლოკითა და სოუსით 150 გრ 79,25 კკალ.
სოკოს სუპი 250 გრ 81,13 კკალ.
ორთქლზე მომზადებული თევზი 150 გრ 178,57 კკალ.
17.00 – 17.30 საათზე
ვაშლის წვენი, წითელი კომბოსტო, სტაფილი, ლიმონი და ჩაი 250 გრ 120,45 კკალ.
საღამო
19.00 – 20.00 საათზე
ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული მწვანე ბარდით 150 გრ, 76, 16 კკალ. ორაგულის კატლეტები 140 გრ 150,85 კკალ
დამატებით:
ხორბლის პური (2 ნაჭერი) 81,9 კკალ. წყალი 0, 5 ლ
ჩაი
ოხრახუში (რეკომენდებულია ყველა კერძთან)
სულ მთელი დღის განმავლობაში:
ენერგეტიკული ღირებულება 1459,32 კკალ