5 მიზეზი, რის გამოც "ხიდი" უნდა გააკეთო:
1. სპორტული შედეგის გაუმჯობესება. ძლიერი და მკვრივი დუნდულები საშუალებას მოგცემს, სწრაფად ირბინო, მაღლა ახტე და იყო საუკეთესო გუნდური შეჯიბრებების დროს.
2. სიფრთხილე. ეს ვარჯიში სრულიად უვნებელია. მისი გაკეთება, პრაქტიკულად, ყველასთვისაა ნებადართული. თუმცა, ვარჯიშის დაწყებამდე ფეხმძიმეებმა და ახალგაზრდა დედიკოებმა კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმებთან.
3. კუნთების გამკვრივება. ამ ვარჯიშის შესრულებისას თითქმის ყველა კუნთი მოძრაობს.
4. გამართული სიარული. ვარჯიში ხერხემლის კუნთებსაც ამაგრებს და ქუჩაში მოხდენილად სიარულს შეძლებ. ამასთანავე, ხერხემლის თვითმასაჟსაც გაიკეთებ; გაგიუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.
5. მოხდენილი სამოსი. მომრგვალებული და მკვრივი დუნდულები ნებისმიერ სამოსში სექსუალურად გამოიყურება, რის შედეგადაც საწინააღმდეგო სქესის ყურადღებასაც მიიპყრობ.
როგორ უნდა გააკეთო "ხიდი"?
1. დაწექი იატაკზე გაფენილ ფიტნესიის ან იოგის ხალიჩაზე.
2. გაასწორე ხერხემალი, ფეხები მუხლებში მოხარე და შეატყუპე. ტერფები და ხელისგულები (ტანთან) იატაკს მიაბჯინე.
3. დაჭიმე დუნდულები, იატაკს დაეყრდენი ფეხის თითებით და ტანი ასწიე. იატაკს მხრები არ მოაშორო.
4. ჰაერში აწეული ცოტა ხანი გაჩერდი და ფრთხილად დაეშვი იატაკზე.
5. გაიმეორე ვარჯიში 15-ჯერ.
თუ ვარჯიშს ყოველდღე შეასრულებ, ცოტა ხანში იდეალურ სხეულს შეიქმნი და სპორტულ შედეგებსაც გაიუმჯობესებ.
წარმატებას გისურვებთ!