ამ ჩაის რეცეპტი შეადგინა ქალმა, რომელიც ექსპერტია სანელებლებსა და ბალახებში. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვენდოთ, მით უმეტეს, რომ ყველა ინგრედიეტი ბუნებრივია და ძალიან სასარგებლო.
რეცეპტი:
- 0,5 ლ წყალი;
- 1 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი;
- 2 ცალი დაფნის ფოთოლი;
- 0,5 ჩაის კოვზი ძირა;
- 0,5 ჩაის კოვზი დარიჩინი.
ყველაფერს ვათავსებთ ემალის ქვაბში და ვხარშავთ 30 წუთი. შემდეგ გადმოვდგათ, დავუმატოთ ცოტაოდენი ჩაის ფერი, გავაჩეროთ 5 წუთი, გავწუროთ და... მივირთვათ.
რეკომენდაციები:
- მოამზადეთ ერთდროულად ერთი ლიტრი ან მეტი, შემდეგ შეათბეთ ხოლმე მიკროტალღურ ღუმელში. რა თქმა უნდა, 1 და მეტი ლიტრის მომზადების შემთხვევაში პროპორციულად გაზარდეთ ინგრედიენტების დოზები.
- ზედმეტი არ მოგივიდეთ ჯანჯაფილი, თორემ სიმწარე ექნება.
- სვით დილა-საღამოს თითო ჭიქა. მადა საგრძნობლად დაგეკარგებათ და ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგების ხარჯზე წონაში სწრაფად და ეფექტურად დაიკლებთ.