დაბალკალორიული პროდუქტები:
პომიდორი, კიტრი, სოკო, თეთრი, უცხიმო თევზი, ციტრუსები.
ნოყიერი პროდუქტები:
შვრიის ბურღული, მაკარონი, ლობიო, ხორბლის პური, ვაშლი.
პროდუქტები, რომლებიც ხელს არ უწყობს სისხლში შაქრის აწევას:
უცხიმო რძე, სოკო, კენკრა, სალათის ფურცლები.
პროდუქტები ცხიმის დაბალი შემცველობით:
უცხიმო ხაჭო, ქათმის თეთრი ხორცი, ზღვის პროდუქტები.
პროდუქტები, რომლებიც თქვენს გარეგნობაზე იზრუნებს:
სუფთა წყალი, ზეითუნის ზეთი, ნუში, სელის ზეთი, ავოკადო.
პროდუქტები, რომლებსაც სიამოვნებით მიირთმევთ:
ბოსტნეული და ხილი, რომლებიც ჭამის დროს ხრაშუნობს – ვაშლი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ნიახური და სხვა. ათქვეფილი რძის პროდუქტები შაქრის გარეშე, ხილის პიურეები, ქათმის უცხიმო პაშტეტი, წვნიანი კენკროვნები.
პროდუქტები, რომლებიც სითხეს არ დააკავებს ორგანიზმში:
მწვანე ჩაი, წყალში გახსნილი ფორთოხლის წვენი, კენკრის მორსები და უშაქრო ლიმონათები; ნიახური და მისგან მომზადებული წვენი.
პროდუქტები, რომლებიც სულ თან გექნებათ:
ბანანი, უცხიმო რძის პროდუქტები ნახევარლიტრიან შეფუთვებში, ხორბლის პატარა პური-ორცხობილები, თხილი, ჩირი.
პროდუქტები, რომლებიც ახალი სხეულის აშენებაში დაგეხმარებათ:
უცხიმო ყველი, დიეტური ხაჭო, თეთრი თევზი, პარკოსნები, კვერცხის ცილა.
პროდუქტები, რომლებიც ტონუსს მოგიმატებთ:
შავი შოკოლადი დანამატების გარეშე (შემადგენლობაში უნდა იყოს არანაკლებ 75% კაკაოსი), ფინიკი, პომიდორი, ზეითუნის ზეთი, თხილი და კაკალი.