ამ ვარჯიშებს ”ტიბეტის 5 მარგალიტი” ჰქვია. იგი ევროპელებს ინგლისელმა სამხედრომ გააცნო, რომელიც ინდოეთში მსახურობდა.
ვარჯიშის პარალელურად, სასურველია დიეტის დაცვა: რაციონი უნდა გაამდიდროთ პარკოსნებით, მარცვლეულით, კვერცხითა და რძის პროდუქტებით. ამ დიეტისა და ვარჯიშის წყალობით ას წელს მიღწეული ტიბეტელი ბერები 25 წლის ბიჭებივით გამოიყურებიან.
ტიბეტის პირველი მარგალიტი:
სწორად დადექით, ხელები მხრების სიმაღლეზე გაშალეთ და საათის ისრის მიმართულებით დაიწყეთ ტრიალი. ასე ენერგეტიკულ წერტილებს ააქტიურებთ. გიუმჯობესდებათ სისხლის მიმოქცევა, ტვინი აქტიურდება და ორგანიზმი ახალგაზრდავდება. ტრიალი უნდა გაიმეოროთ 21-ჯერ.
მომდევნო ყველა ვარჯიშიც 21-ჯერ კეთდება, მაგრამ დასაწყისისთვის, ჯერ 2-3-ჯერ გააკეთეთ, შეაჩვიეთ ორგანიზმი დატვირთვას, მოგვიანებით კი ნელ-ნელა გაზარდეთ ილეთების რაოდენობა.
ტიბეტის მეორე მარგალიტი:
დაწექით იატაკზე. ნიკაპი მკერდს მიაბჯინეთ. შეეცადეთ გაასწოროთ ფეხები და 90 გრადუსზე თავთან ერთად ასწიოთ. ხელები იატაკზე გქონდეთ დადებული. ამ ვარჯიშით ხერხემლის კუნთებს იმაგრებთ. როგორც ცნობილია, სწორი ზურგი ჯანმრთელობის საწინდარია.
მუცლის სწრაფად მოშორების საოცარი მეთოდი პირსახოცით - იაპონელი ექიმის უნიკალური აღმოჩენა
ტიბეტის მესამე მარგალიტი:
მეორე ვარჯიშის შესრულებისას ტკივილს იგრძნობთ ზურგში და პრესიც დაგეჭიმებათ. ეს ვარჯიში კი ტკივილს დაგიამებთ. მუხლებზე დადექით. ფეხის თითებით იატაკს უნდა აწვებოდეთ. ხელები დაშვებული, ტანთან გქონდეთ. ახლა შეეცადეთ, მაქსიმალურად გადაიხაროთ ზურგისკენ.
ტიბეტის მეოთხე მარგალიტი:
იატაკზე დაჯექით. ხელისგულებსა და ფეხისგულებს დაეყრდენით და შეეცადეთ, ტანი მაქსიმალურად ზევით ასწიოთ, თავიც გადასწიოთ, მაგრამ ზედმეტად არა. ეს ვარჯიში, სხვა სიკეთესთან ერთად, აგარიდებთ თავისა და კისრის ტკივილებს.
ტიბეტის მეხუთე მარგალიტი:
მუცელზე დაწექით. ახლა ფეხის თითებსა და ხელისგულებს დაეყრდენით და ტანი მაქსიმალურად მაღლა ასწიეთ. თქვენი სხეული მთას უნდა ჰგავდეს. ახლა დასწიეთ სხეული, მაგრამ არ დაწვეთ. ისევ ასწიეთ ტანი. არ დაგავიწყდეთ აწევისას თავის მაღლა აწევა და დაწევისას ნიკაპის მკერდზე მიბჯენა. ჩაისუნთქეთ ცხვირით (აწევისას) და ამოისუნთქეთ პირით (დაწევისას).
თუ გსურთ, დიდხანს იცოცხლოთ და თან ჯანმრთელი იყოთ, შეასრულეთ ”ტიბეტის 5 მარგალიტი” და შედეგი საოცრად გაგაოცებთ.