ალბათ, გსმენიათ ასეთი ტერმინის შესახებ, როგორიცაა ”სხეულის გამოშრობა”. ახლავე აგიხსნით, ეს რასაც ნიშნავს.
გამოშრობა - ეს არის საშუალება, რომელიც თქვენს სხეულს რელიეფურს და ელასტიკურს გახდის. გაგიუმჯობესდებათ კუნთების მდგომარეობა და გაგიქრებათ კანქვეშა ცხიმი. გამოშრობისას აუცილებელია დიეტა და სპორტი.
უნდა დაიცვათ დიეტა, რომელიც ითვალისწინებს ნახშირწყლების შემცირებას. უნდა მიიღოთ ცილოვანი საკვები, ჯანმრთელი ცხიმები და არაუმეტეს 50 გრამ ნახშირწყლებზე მეტი. გახსოვდეთ, რომ სხეულის გამოშრობა ნელ-ნელა უნდა დაიწყოთ. ნახშირწყლებიც დღითიდღე უნდა შეამციროთ.
სხეულის გამოშრობის დროს უნდა მიირთვათ:
1. კიტრი (არაუმეტეს 2 ცალი დღეში);
2. კომბოსტო (არაუმეტეს 350 გრამი დღეში);
3. მწვანე წიწაკა;
4. ბოლოკი;
5. ყაბაყი;
6. ნიახური;
7. მწვანილი;
8. ლიმონი;
9. მოხარშული კვერცხი (არაუმეტეს 2 ცალი დღეში);
10. უცხიმო ხაჭო (არაუმეტეს 200 გრამი დღეში);
11. მაწონი (არაუმეტეს 200 მლ დღეში);
12. რძე (არაუმეტეს 100 მლ დღეში);
13. მოხარშული ქათმის მკერდი.
14. გამომცხვარი ან მოხარშული თევზი;
15. ხორცის ბულიონი (არაუმეტს 500 გრამი დღეში);
16. უგაზო სასმელი წყალი (არანაკლებ 2 ლიტრი დღეში);
17. მწვანე ჩაი (1-2 ჭიქა დღეში);
18. ზეთი სალათებისთვის;
19. სოკო (კვირაში ერთხელ);
20. შეამცირეთ მარილის დოზა.
სხეულის გამოშრობის დროს რაციონიდან გამორიცხეთ:
1. შაქარი;
2. რაფინირებული ბურღულეული;
3. მაკარონი;
4. პური;
5. ბრინჯის, წიწიბურისა და მანანის ფაფები;
6. კარტოფილი;
7. მარმელადი;
8. ქიშმიში;
9. თაფლი;
10. ლობიო.
დღეში არ უნდა მიიღოთ 1500 კალორიაზე მეტი. მაგრამ თუ ცხოვრების აქტიური წესი გაქვთ, არ იშიმშილოთ და ცოტათი გაზარდეთ ულუფების ზომა. დიეტის პირველ დღეებში შეიძლება მსუბუქი სისუსტე იგრძნოთ, მაგრამ მეოთხე-მეხუთე დღეს ყველაფერი მოგვარდება.
დიეტის პარალელურად, არ დაივიწყოთ ვარჯიშიც. სასურველია ცურვა, სპორტდარბაზში ვარჯიში, დილაობით სირბილი; არ დაივიწყოთ ჩაბუქნები და სახტუნაო.
სხეულის გამოშრობა დაუშვებელია: ფეხმძიმობისას, ძუძუთი კვებისას, შაქრიანი დიაბეტის დროს, თირკმელების, ღვიძლის დაავადებისას; აგრეთვე, მოუწესრიგებელი კუჭ-ნაწლავის დროს. გახსოვდეთ, თვეში 4-5 კილოზე მეტი არ უნდა დაიკლოთ.