"მკვლელი" დიეტებისგან განსხვავებით, ცილოვანი დიეტის დროს გაცილებით მეტი პროდუქტის მირთმევაა შესაძლებელი და შიმშილის გრძნობაც არ გტანჯავთ. ცილოვანი დიეტის დროს მენიუში შეგიძლიათ შეიტანოთ სოსისი, კვერცხი, ხორცი... ეს კი ნაყროვანების შეგრძნებას იწვევს და შედეგი კიდევ უფრო სასიამოვნოა.
რატომ გამოიყენება გასახდომი ცილოვანი დიეტის დროს სოსისი და დიეტური ძეხვეული და რომელი სახეობები შეგვიძლია მივირთვათ ამ დროს, ამის შესახებ "ნიკორას" ტექნოლოგი ნანა პერტენავა გვესაუბრა:
- ცილოვანი დიეტისას ხშირად მიირთმევენ სოსისს, რადგან ეს პროდუქტი ხორცისგანაა დამზადებული და მოგეხსენებათ, ხორცში მრავლადაა ცილა.
თუკი დიეტას გასახდომად მიმართავთ, ამ შემთხვევაში უმჯობესია სოსისი "რძიანი" მივირთვათ. აღნიშნული პროდუქტი "ნიკორას" მიერ წარმოებულ სოსისებს შორის ყველაზე დაბალკალორიულია.
სხვა მხრივ კი, "ქათმის" სოსისი და საქონლის "ივერიაა" რეკომენდებული, რადგან ეს პროდუქტები არ შეიცავს ღორის ხორცს და მათში ცილის შემცველობაც საკმაოდ დიდია. ზოგადად, როდესაც პროდუქტს ყიდულობთ, სასურველია, კარგად დაათვალიეროთ შეფუთვა, სადაც მითითებულია, თუ რამდენ კალორიას და რა რაოდენობის ცილას შეიცავს ამა თუ იმ სახეობის სოსისი.
თუ წონაში სწრაფად დაკლება გსურთ, ბუნებრივია, დაბალკალორიულზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი. იმისთვის, რომ არჩევანის მრავალფეროვნება გქონდეთ, სოსისის ნაცვლად შეგიძლიათ დიეტური ძეხვიც მიირთვათ.
ბუნებრივია, ამ შემთხვევაშიც გმართებს დოზების დაცვა. მაგალითად, ჩვენი პროდუქციიდან ყველაზე დაბალკალორიული "შაშხის" ძეხვი გახლავთ, ცილის მეტი შემცველობით კი - ძეხვი "დიეტური". "დიეტური" ძეხვის უპირატესობა გახლავთ ისიც, რომ ის მხოლოდ საქონლის ხორცისგან მზადდება.
სასურველია, დიეტის დროს შებოლილი ძეხვეულისა და სოსისის მირთმევისგან თავი შეიკავოთ.
გთავაზობთ დიეტას, რომლის მეშვეობითაც მარტივად და სწრაფად დაემშვიდობებით ზედმეტ კილოგრამებს
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი საუზმის დრო და ყოველდღე იმავე დროს დაიწყეთ კვება.
საუზმე - 2 ნაჭერი ყველი (100 გრ) და ერთი თოხლოდ მოხარშული კვერცხი.
ზუსტად ორ საათში - 100 გრ ხაჭო და ერთი კიტრი.
ზუსტად ორ საათში - 200 გრ მოხარშული ხორცი ან 4-5 ცალი სოსისი. ასევე, შეგიძლიათ რამდენიმე ნაჭერი დიეტური ძეხვი, სალათის ფურცლები - რამდენიც გნებავთ.
ზუსტად ორ საათში - 100 გრ ხაჭო და ერთი კიტრი ან ერთი ვაშლი.
ზუსტად ორ საათში - 200 გრ მაწონი და ერთი მოხარშული კვერცხი.
ცილოვანი დიეტის უპირატესობა, რომლითაც 2 კვირაში 8 კილოს დაიკლებთ, ისაა, რომ დიეტის დასრულების შემდეგ წონას ინარჩუნებთ. ყოველდღე აუცილებელია, ერთსა და იმავე დროს მიირთვათ ის საკვები, რაც დიეტაშია მითითებული, მიუხედავად იმისა, გაწუხებთ თუ არა იმ მომენტში შიმშილის გრძნობა.