გადაჭარბებული და არაბალანსირებული კვება გავლენას ახდენს ცხიმისა და ტოქსინების არასწორ განლაგებაზე. მათ ჩამორეცხვაში დაგეხმარებათ წყლის დიეტა. ალბათ, ბევრგან წაგიკითხავთ,რომ წყალი წვავს ცხიმებს, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
წყლის დიეტით თქვენ დაიკლებთ 3-დან 5კგ-მდე და ეს იქნება არა ცხიმოვანი ქსოვილების, არამედ ტოქსინების წვის შედეგი.
წყლის დიეტა დაგეხმარებათ ორგანიზმის სწრაფ და ღრმა წმენდაში.
წყლის დიეტის მექანიზმი რამდენიმე პრინციპზეა დაფუძნებული.
პირველ რიგში, იცოდეთ, რომ საკვების მიღებამდე თუნდაც ერთი ჭიქა წყალი დაგიკარგავთ მადას.
მეორეც - წყალი გამოდევნის ტოქსინებს ნაწლავებიდან და წმენდს საშარდე გზებს. აუცილებელია მხოლოდ სუფთა წყალი და არა ჩაი, წვენი ან სხვა სითხეები.
დალიეთ დღეში 2,5 ლიტრი სუფთა, გაფილტრული წყალი. სჯობს, ეს პროცედურა გაიმეოროთ დროის ერთნაირი ინტერვალებით და ერთნაირი დოზით.
ბოლო ჭიქა წყალი უნდა დალიოთ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე, რომ მოასწროთ ტუალეტში შესვლა და ღამით ტკბილად დაიძინოთ.
იხილეთ სრულად: reitingi.ge