რამაზ ნოზაძე რამდენიმე დღით მოლდოვაში გაემგზავრა, მანამდე კი მეუღლეს სოციალური ქსელის საშუალებით წონაში დაკლება ურჩია. "აპოლონივით ქმარი გყავს და შენც ფორმაში უნდა იყო" - წერდა რამაზი. ხატიაც თავს არ ზოგავს, რომ მეუღლეს გული გაუხაროს და ძალიან კარგ ფორმაში იყოს.
- ხატია, რატომ გადაწყვიტე დიეტის დაწყება?
- ქმარმა შენიშვნა მომცა. ჩემი ერთადერთი სტიმული ჩემი ქმარია. მითხრა, 3 დღით მივფრინავ და 3 დღეს გაძლევ, რომ შედეგი დამანახოო.
- უკვე რამდენი დღე გავიდა?
- ორი...
- როგორია შედეგი?
- ორი დღეა, წიწიბურაზე ვარ, უკვე დავიჩუტე.
- რამდენი კილო დაიკელი?
- სასწორზე ჯერ არ შევმდგარვარ, სულ 53 ვიყავი. იმედია, ხვალამდე შესამჩნევი იქნება ჩემი შიმშილობა.
- რა შედის შენს დიეტაში?
იხილეთ სრულად: reitingi.ge