ზედმეტი წონა – ჩვენი დროის ნამდვილი ტრაგედიაა. რას აღარ მიმართავენ ადამიანები, რათა გათავისუფლდნენ ზედმეტი კილოგრამებისგან. თუმცა ხშირად ისინი ვერ იღებენ სასურველ შედეგს.
დიდი ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგი რიჩარდ უაიზმანი გვთავაზობს 10 საიდუმლოს წონაში სწრაფად დასაკლებად:
1. მიირთვი პატარა ჭურჭლიდან
ორ თეფშზე, შესაძლოა, ერთნაირი რაოდენობის საკვები დევს, თუმცა პატარა თეფშზე ვიზუალურად გეჩვენება, რომ მეტია. ერთი სიტყვით, პატარა თეფში – პატარა ულუფაა.
{{ArticleSplitCont}}
2. თუ მემარჯვენე ხარ – ისწავლე მარცხენა ხელით ჭამა და პირიქით.
ეს ეხება როგორც სასუსნავს, ასევე საკვების ძირითად ულუფასაც. ასეთ დროს მიღებული ულუფის რაოდენობა 20%-ით მცირდება!
{{ArticleSplitCont}}
3. სვი მაღალი, თხელი ჭიქიდან
ერთი შეხედვით, მოგეჩვენება, რომ მოკლე, ფართო ჭიქაში ნაკლები სითხე ეტევა, ვიდრე მაღალსა და თხელში. თუმცა ეს მეტი არაფერია, თუ არა ილუზია, რადგან პატარა და სქელი ჭიქა მეტი მოცულობისაა!
{{ArticleSplitCont}}
4. დაკიდე სარკე სამზარეულოში
ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის მსვლელობისას, მონაწილეებს დაუდგეს მაგიდაზე სარკე და ორი თეფში სასარგებლო და მავნებელი საჭმლით. აღმოჩნდა, რომ სარკის ზეგავლენით, ადამიანები უფრო გააზრებულები ხდებოდნენ და უპირატესობას სასარგებლო პროდუქტს ანიჭებდნენ. გიკარნახებთ: შეგიძლიათ მიაკრათ მაგნიტიანი სარკე მაცივარზე.
{{ArticleSplitCont}}
5. დაღეჭე საღეჭი რეზინი, როცა შიმშილს იგრძნობ
უპირატესობა მიანიჭე საღეჭ რეზინებს ხილის დანამატებით, რადგან მენთოლიანმა რეზინმა შესაძლოა, სასარგებლო საკვებს გემო შეუცვალოს.
{{ArticleSplitCont}}
6. ჭამე ნელა
ადამიანები, რომლებიც სწრაფად სადილობენ, ბევრად მეტს ჭამენ. შეანელე ტემპი და დადე ჩანგალი (კოვზი) თეფშზე ყოველი ლუკმის შეჭმის შემდეგ.
{{ArticleSplitCont}}
7. გამოიყენე ღრმა და პატარა, წითელი ფერის თეფშები
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები ინტუიციურად ნაკლებს ჭამენ, თუკი საკვები წითელ თეფშზე დევს, რადგან ეს ფერი ასოცირდება ნიშანთან "სტოპ".
{{ArticleSplitCont}}
8. გამორთე ტელევიზორი ჭამის დროს
ტელევიზორის წინ ბევრად მეტს შეჭამ, ვიდრე მის გარეშე. თუკი მიეჩვევი, არ უყურო ჭამის დროს ტელევიზორს, ეს შენს სადილს (ვახშამს) 50%-ით შეამცირებს!
{{ArticleSplitCont}}
9. გადაუღე ფოტო იმ მავნებელ საკვებს, რომლის ჭამასაც აპირებ
ასე შეძლებ მესამედით შეამცირო შესაჭმელი პროდუქტების რაოდენობა.
{{ArticleSplitCont}}
10. მოერიდე ფართო ასორტიმენტის კერძებს
როცა ადამიანს თეფშზე პროდუქტების დიდი რაოდენობა უდევს, ის აუცილებლად შეეცდება, გასინჯოს ყველაფერი. აჯობებს, თეფშზე იმავე რაოდენობის საკვები იდოს, ოღონდ ნაკლები სახეობის.
შენი მეგობრები ფიქრობენ, რომ წონაში კლების დროს წარმატების მთავარი საწინდარი დიეტა და სპორტია? დაანგრიე მათი სტერეოტიპები, გაუზიარე მათ ეს 10 საიდუმლო.