გასახდომი და ორგანიზმის გამწმენდი რეცეპტები ბურახისგან - Marao

გასახდომი და ორგანიზმის გამწმენდი რეცეპტები ბურახისგან

2015-06-25 11:17:35+04:00

გარდა იმისა, რომ ბურახი გასაგრილებელი სასმელია, მას ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებაც შეუძლია, რაც გახდომას უწყობს ხელს.

გასახდომი ბურახი შვრიის ფანტელისგან

მიღების კურსია 2 კვირა. დროის გასვლის შემდეგ გაგიუმჯობესდებათ კუჭ-ნაწლავის მოქმედება და ზედმეტ კილოგრამებსაც მოიშორებთ.

სამლიტრიან ქილაში ჩაყარეთ 0,5 შვრია ან შვრიის ფანტელები. დაასხით ადუღებული წყალი. დაუმატეთ 3 სადილის კოვზი შაქარი, მოუკარით თავი მარლით და გააჩერეთ 2 დღე-ღამე. დროის გასვლის შემდეგ მასაზე აპკი უნდა გაჩნდეს, რაც იმის ნიშანია, რომ სასმელი მზადაა. 1 ჭიქა ბურახი უნდა სვათ ნახევარი საათი ადრე ჭამამდე.

ლიმონის ბურახი

3-4 ცალ დიდ ლიმონს დაასხით მდუღარე, რათა მოაშოროთ მიკრობები. ლიმონიდან გამოწურეთ წვენი, ჩაასხით ქილაში, დაუმატეთ 2,5 ჭიქა შაქარი, 20 გრამი საფუარი, 100 გრამი ქიშმიში და ლიმონის ცედრა. გააჩერეთ 2 დღე ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ სიცივეში დადგით.

ბრინჯის ბურახი

ერთ ლიტრ წყალზე დაგჭირდებათ 4 სადილის კოვზი ბრინჯი, 3 ს/კ შაქარი და 5-6 ცალი ქიშმიში. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 3-4 დღე. გადაწურეთ 2-3 პირ დოლბანდში და შეინახეთ მაცივარში. ეს სასმელი ნაწლავებსაც გაგისუფთავებთ, ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკისთვისაცაა და სახსრების ტკივილის დროსაც.

იხილეთ ასევე:

როგორ ვსვათ ლიმონიანი წყალი იმისათვის, რომ დავიკლოთ წონაში