რამდენიმე გადაცემაა, რაც მსახიობი მაკა ძაგანია სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებს" დაუბრუნდა. სერიალს მაკა დროებით გამოთიშული იყო, რადგან ბავშვი გააჩინა და გადაღებებზე სიარულს ვეღარ ახერხებდა.
"ჩემი ცოლის დაქალებს" მაკა ფორმაში ჩამდგარი დაუბრუნდა, თუმცა თავისი თავით მაინც უკმაყოფილოა და წონაში დაკლების სურვილი ისევ აქვს. მსახიობი გახდომის ბოლო დროს ყველაზე მოდურ და ეფექტურ საშუალებას მიმართავს. დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი წყალი.
მაკა ძაგანია: "სამწუხაროდ, ჯერ არ ვარ ფორმაში ჩამდგარი და კიდევ მჭირდება დაახლოებით 5 კილოს დაკლება. ორსულობაში სულ 15 კილო მოვიმატე და რომ გავაჩინე, დიეტა არ დამიცავს, თავისით დავიკელი და მერე გავჩერდი. დღის განმავლობაში ბევრ წყალს ვსვამდი და ეს დამეხმარა. ალბათ, მიხმარება სჭირდება, რომ ეს 5 კილოც მოვიკლო, მე კიდევ უარს არ ვამბობ არც ცომეულზე, არც ტკბილეულზე და არც გვიან ჭამაზე.
ჩემი თავის იმედი მაინც მაქვს, რომ რაღაც მომენტში ცოტათი შევზღუდავ ჩემს კვებას. სულ მინდა, რომ საღამოს მაინც არ ვჭამო გვიან, 6-ის ან 7-ის მერე, მაგრამ მაგასაც ვერ მოვაბი თავი, არადა, ნამდვილად მჭირდება, განსაკუთრებით, ეკრანისთვის".