მხოლოდ ერთი 4-წუთიანი ვარჯიში – და თქვენ სრულიად სხვა სხეული გაქვთ!
მხოლოდ ერთი 4-წუთიანი ვარჯიში – და თქვენ სრულიად სხვა სხეული გაქვთ!
გთავაზობთ, მიიღოთ გამოწვევა, რომელიც უამრავმა ადამიანმა გაიარა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და სრულიად გარდაიქმნა სხეულის ფორმები!
სხეულის გასამკვრივებლად და სხვადასხვა ადგილიდან ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად ყველაზე ეფექტურ ვარჯიშად იდაყვებზე დგომა, ე.წ. ხარიხა ითვლება.
როგორც ახალბედამ, შესაძლოა, იფიქროთ, რომ ეს ვარჯიში ზედმეტად მარტივია იმისათვის, რომ სხეულს ფორმები შეუცვალოს და მოგაშოროთ ზედმეტი ცხიმი მუცლიდან, ზურგიდან, თეძოებიდან და კიდურებიდან, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა! – "ხარიხა" სტატიკური ვარჯიშია, რომლის დროსაც მუშაობს სხეულის თითქმის ყველა კუნთი.
ამ ვარჯიში-პოზის ამოცანაა, გაზარდოთ დრო თანდათანობით და შეასრულოთ ის 4 კვირის განმავლობაში. პირველ დღეს 20 წამით იწყებთ, ხოლო ბოლოს ადიხართ 4 წუთზე. შედეგად თქვენი სხეული მკვრივდება, იძენს ლამაზ ფორმებს, კუნთები იკვეთება და ახალი გამოწვევებისთვისაც მზად ხდებით.

ამ ვარჯიშის შესასრულებლად აუცილებელია მიიღოთ ჰორიზონტალური მდგომარეობა. სხეულის ზედა ნაწილმა სწორი ხაზი უნდა შექმნას, როცა იდაყვებზე და ფეხის ცერებზე დადგებით.

შეზნიქეთ მუცელი, თავი გეჭიროთ სწორად, დაჭიმეთ დუნდულები და არ მოდუნდეთ საჭირო დროის გასვლამდე. თანაბრად გადაანაწილეთ სხეულის სიმძიმე ხელის იდაყვებზე და ფეხის ცერებზე ისე, რომ შეინარჩუნოთ ბალანსი. ერთი სიტყვით, ვარჯიშის ამოცანაა, დაჰყოთ ასეთ ჰორიზინტალურ პოზაში მდგომმა საჭირო დროის განმავლობაში.

როცა სწორად გაჩერებას ისწავლით, დაგრჩებათ მხოლოდ ის, რომ ნელ-ნელა გააუმჯობესოთ შედეგი და ისწრაფვოთ 28 დღის განმავლობაში საუკეთესო შედეგის მისაღებად.

28-დღიანი სქემა:


დღე 1 – 20 წამი;
დღე 2 – 20 წამი;
დღე 3 – 30 წამი;
დღე 4 – 30 წამი;
დღე 5 – 40 წამი;
დღე 6 – დასვენება.
დღე 7 – 45 წამი;
დღე 8 – 45 წამი;
დღე 9 – 60 წამი;
დღე 10 – 60 წამი;
დღე 11 – 60 წამი;
დღე 12 – 90 წამი;
დღე 13 – დასვენება.
დღე 14 – 90 წამი;
დღე 15 – 90 წამი;
დღე 16 – 120 წამი;
დღე 17 – 120 წამი;
დღე 18 – 150 წამი;
დღე 19 – დასვენება.
დღე 20 – 150 წამი;
დღე 21 – 150 წამი;
დღე 22 – 180 წამი;
დღე 23 – 180 წამი;
დღე 24 – 210 წამი;
დღე 27 – 240 წამი;
დღე 28 – გაჩერდით იმდენ ხანს, რამდენსაც შეძლებთ.

დასაწყისში, 20 წამის დროს თქვენ იგრძნობთ, რომ ვარჯიში "ხარიხა" საკმაოდ რთულია. თუკი ძალიან გაგიჭირდათ, შეამცირეთ კიდევ უფრო დრო.

კომენტარები (31)
manoni
Ukve daviwye
თათა
არ არის ცუდი ვარჯიში, თანაც არც რთული გასაკეთებელი. დღეს დავიწყე. თუმცა მე დილაობით დავრბივარ და აქტიურად ვვარჯიშობ. წონაც კარგი მაქვს და სხეულის სპორტულობასაც არ ვუჩივი. ვფიქრობ მძიმე წონას და მოშვებულ კუნთებს მხოლოდ ეს ვარჯიში დიდად ვერ უშველის. იყავით მეტად აქტიურები და დატვირთულები ვარჯიშით და + ამას ეს ხერხიც უფრო შედეგიანი იქნება...
ნინი
25 და 26 დღეები დასვენების დღეებია?
ლანა
შედეგიანია ნამდვილად. ცოტა ხანს ვაკეთე და ერთ წუთს ვერ ავცდი, მაგრამ სწრაფად დამეტყო შედეგი. ცოტა გა.იჭირდა და ჯერ ვისვენებ ალბათ გავაგრძელებ მკფვიანებით ისევ.
ნიკა
მე ახლა ვიწყებ და დიდი იმედი მაქვს რომ შედეგს ვნახავ
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
მოიშორეთ ნაკეცები ზურგზე და თეძოებზე ამ 4 მარტივი სავარჯიშოს დახმარებით
17:26 / 07-07-2016
თეძოებზე, ზურგზე და იღლიის ქვეშ დაგროვებულ ზედმეტ ცხიმს ყველაზე მოდურ საზაფხულო სამოსზე წარმოდგენის გაფუჭებაც კი შეუძლია.
"მეჯავრება იოგა, მაგრამ ასაკმა მაიძულა" - თინა კანდელაკი ახალი რეჟიმით ცხოვრობს (ფოტო)
14:48 / 06-07-2016
40 წლის თინა კანდელაკმა თაყვანისმცემლები ახალი ამბით გააოცა.
მოშვებული მუცლისა და თეძოების გამკვრივება დღეში 5-წუთიანი ვარჯიშით!
14:46 / 02-06-2016
შვებულებების დრო ძალიან მოახლოვდა, ეს კი იმას ნიშნავს, დროა, მივხედოთ სხეულს.
ჩამოკიდებული მუცლის მოშორება 100%-ით!
10:56 / 23-05-2016
პირველი ვარჯიში: ღრმად ჩაისუნთქეთ, მაქსიმალურად გამოზნიქეთ მუცელი, დაითვალეთ ხუთამდე, მოდუნდით, პირით ამოისუნთქეთ და მუცელი შეზნიქეთ.
როგორ მოვიშოროთ ნაკეცები იღლიებთან 4 მარტივი მოძრაობით
11:04 / 19-05-2016
ხშირად იღლიებთან უსიამოვნო ნაკეცების გაჩენის მიზეზი ზედმეტი წონაა. ამის გამო ქალები არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ დისკომფორტსაც განიცდიან. გთავაზობთ ძალიან ეფექტურ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც მარტივად მოიცილებთ ცხიმს სხეულის ამ მონაკვეთში.
დაუთმე დღეში მხოლოდ 6 წუთი ამ ვარჯიშებს, თუ გსურს, რომ ბრაზილიური უკანალი გქონდეს!
12:36 / 11-05-2016
აწეული, მრგვალი და მკვრივი უკანალი – არა მხოლოდ ქალის, არამედ მამაკაცის ოცნების საგანია, მათ ხომ ქალის სხეულის სწორედ ეს ნაწილი მიაჩნიათ ყველაზე მიმზიდველად!
ცნობილი რუსი მომღერალი ნატაშა კოროლიოვა ამხელს, როგორ ინარჩუნებს იდეალურ დუნდულებს
16:10 / 12-04-2016
ნატაშა კოროლიოვა მიიჩნევს, რომ იდეალური სხეულის შენარჩუნება სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი.
ვარჯიში აწეული დუნდულებისთვის: Push-Up ეფექტი გარდაუვალია!
15:15 / 11-04-2016
მრგვალი, ლამაზი და აწეული დუნდულები - აუხდენელი ოცნება არ გახლავთ, ეს არის მიზანი, რომლის მიღწევაც რეალურად შესაძლებელია. რა თქმა უნდა, თუ სულ ცოტაოდენ ძალისხმევას გამოვიჩენთ...
5 ინტენსიური, ძალიან ეფექტური ვარჯიში მუცლის მოშვებული კანის გასამკვრივებლად
18:41 / 13-02-2016
მუცელზე ჩამოკიდული კანი უამრავ ქალს უქმნის უსიამოვნო შეგრძნებას. როგორც წესი, ასეთი კანით მშობიარობის შემდეგ ან სწრაფი გახდომის შედეგად "საჩუქრდებით". ამ პრობლემას ვარჯიშითა მოიშორებთ.
ცხიმის დამწველი სკრაბი მუცლისა და თეძოებისთვის! მოვიყვანოთ სხეული ფორმაში ზაფხულამდე!
11:35 / 12-02-2016
ამ სკრაბს იყენებენ მუცელზე, თეძოებსა და დუნდულებზე ცხიმის ნადების კორექციისთვის. ასევე, მას მატონიზირებელი თვისება გააჩნია და კანს ელასტიკურს ხდის.
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31