მრგვალი, ლამაზი და აწეული დუნდულები - აუხდენელი ოცნება არ გახლავთ, ეს არის მიზანი, რომლის მიღწევაც რეალურად შესაძლებელია. რა თქმა უნდა, თუ სულ ცოტაოდენ ძალისხმევას გამოვიჩენთ...
შეასრულეთ დუნდულების ეს კომპლექსური ვარჯიში, რათა საწადელს მიაღწიოთ.
სავარჯიშო დუნდულებისთვის
სავარჯიშო კომპლექსის შესრულებამდე შეასრულეთ გაწელვა. ჩაჯდომისას პრესი მაქსიმალურად დაჭიმეთ, ზურგში გაიმართეთ. ჩაჯექით 10-10-ჯერ, თითო შესვენებით.
კლასიკური ჩაჯდომა
მიაქციეთ ყურადღება ზურგის დახრის დონეს: ის უნდა ემთხვეოდეს მუხლის მოკეცვის კუთხეს. ქუსლები იატაკიდან არ ასწიოთ. ჩაჯდომები ამოსუნთქვისას შეასრულეთ, ადგომისას - ჩაისუნთქეთ.
პლიე
ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ, ფეხის წვერები განზე გასწიეთ. ჩაჯექით ნელ-ნელა და ღრმად, დაიცავით წონასწორობა.
ჩაჯდომები ფეხის განზე აწევით
ასეთი ჩაჯდომები დაგეხმარებათ წელის არედან ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში. ნუ გადახრით კორპუსს, ფეხი ძალიან მაღლა არ ასწიოთ. თითო ფეხისთვის 10 ვარჯიში შეასრულეთ.
ჩაჯდომები ფეხის უკან აწევით
ეს სავარჯიშო დაგეხმარებათ ზურგის ქვედა კუნთების დამუშავებაში. შეასრულეთ 10-10 ვარჯიში თითო ფეხისთვის.
ჩაჯდომა განზე
დამდგარ მდგომარეობაში რაც შეიძლება ფართოდ გაშალეთ ფეხი განზე და ჩაჯექით ღრმად.