ხშირად იღლიებთან უსიამოვნო ნაკეცების გაჩენის მიზეზი ზედმეტი წონაა. ამის გამო ქალები არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ დისკომფორტსაც განიცდიან. გთავაზობთ ძალიან ეფექტურ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც მარტივად მოიცილებთ ცხიმს სხეულის ამ მონაკვეთში.
1. ბურთის ჩაჭიდება
ბურთს უნდა ჩაეჭიდოთ 3 მდგომარეობაში. ჯერ აიღეთ ბურთი და ასწიეთ მაღლა. ეცადეთ, რაც შეიძლება ძლიერად ჩაეჭიდოთ ხელისგულებით. ამასთან, ზურგი გამართული, ხოლო მხრები ჩამოშვებული უნდა გქონდეთ.
ამ მდგომარეობაში დაჰყავით 30 წამი.
შემდეგ ჩამოუშვით ხელები იატაკის პარალელურად და კვლავ დააწექით ბურთს ხულისგულებით. დაჰყავით ამ მდგომარეობაში 30 წამი. შემდეგ დაუშვით ხელები დაბლა და გაიმეორეთ ვარჯიში.
2. პირსახოცის გაჭიმვა
აიღეთ პირსახოცი და გაჭიმეთ ხელებით იატაკის პარალელურად. ეცადეთ, რაც შეიძლება ძლიერად გასწიოთ პირსახოცი. დაჰყავით ამ მდგომარეობაში 30 წამი. შემდეგ გააკეთეთ პატარა შესვენება და გაიმეორეთ ვარჯიში 4-ჯერ.
3. პირსახოცის თავს ზემოთ გაჭიმვა
აიღეთ პირსახოცი და ჩაჰკიდეთ ხელი ორივე კიდეზე. ასწიეთ თავს ზემოთ. ზურგი გაასწორეთ, მხრები ჩამოუშვით. ძლიერად. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 30 წამი, შემდეგ შეისვენეთ და გაიმეორეთ ვარჯიში 4-ჯერ.
4. ხარიხა
დაწექით იატაკზე თავდაღმა, დაეყრდენით იდაყვებზე. ზურგი გაასწორეთ, ტორსი მაქსიმალურად მაღლა ასწიეთ. ამ მდგომარეობაში გაჩერდით 60 წამი, შემდეგ ცოტა ხანს შეისვენეთ და გაიმეორეთ ვარჯიში 4-ჯერ.