კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
ვირთაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ცხოველებზე რეგულარული ინტენსიური დატვირთვა ორჯერ ამცირებს მათ ორგანიზმში არსებული ავთვისებიანი წარმონაქმნის ზომას. აღნიშნული ეფექტის საიდუმლო ადრენალინის გამოყოფასა და იმუნური უჯრედების აქტივაციაშია.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, პრინციპში, ანალოგიური შედეგი შეიძლება ადრენალინის ხელოვნურად შეყვანამაც გამოიწვიოს.
საყურადღებოა, რომ მეცნიერებმა ვირთაგვებს მელანომისა და სხვა სიმსივნის უჯრედები გადაუნერგეს. როდესაც სიმსივნემ "ფეხი მოიკიდა" ცხოველთა ორგანიზმში, ისინი ორ ჯგუფად დაჰყვეს. ერთ ჯგუფს მუდმივად არბენინებდნენ და ადრენალინის ინიექციებს უკეთებდნენ, მეორე ჯგუფი კი საკონტროლო იყო.
გარკვეული პერიოდის შემდეგ პირველი, ანუ საცდელი ჯგუფის ცხოველებს სიმსივნური წარმონაქმნები 61-67%-ით შეუმცირდათ. სპეციალისტებმა ნახეს, რომ ამ ძირითადი (საცდელი) ჯგუფის ცხოველთა ორგანიზმში ინტერლეიკინ-6-ის (იმუნური სისტემის სასიგნალო ნივთიერებაა) მნიშვნელოვანი აქტივაცია ხდებოდა. განაგრძეთ კითხვა