ახლახან იაპონელმა მსახიობმა მიკე რიოსუკემ შეიმუშავა საინტერესო მეთოდი, რომელიც დაეხმარა 13 კგ-სა და წელის გარშემოწერილობიდან 12 სმ-ის მოშორებაში სულ რამდენიმე კვირაში.
ასეთი შედეგი მოიტანა ვარჯიშმა, რომელიც ექიმმა ზურგის ტკივილის მოსახსნელად დაუნიშნა. ამასთან, ამ ვარჯიშისთვის იაპონელ მსახიობს დღეში მხოლოდ 2 წუთი სჭირდებოდა.
რიოსუკემ ამ მეთოდს "ხანგრძლივი სუნთქვის დიეტა უწოდა". ტექნიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მიიღოთ გარკვეული პოზა, გააკეთოთ 3-წუთიანი ჩასუნთქვა, შემდეგ კი - ძლიერად ამოისუნთქოთ 7 წამის განმავლობაში.
ევროპელი ექიმების უმეტესობა მომხრეა გახდომის მიზნით სუნთქვითი ვარჯიშების შესრულების და ამ მეთოდის მუშაობას შემდეგნაირად ხსნიან: ცხიმი შედგება ჟანგბადის, ნახშირბადისა და წყალბადისგან. როცა ჩვენ მიერ ჩასუნთქული ჟანგბადი ცხიმოვან უჯრედებამდე აღწევს, ის არღვევს (ნახშირბადსა და წყალს). ამიტომაც რაც მეტ ჟანგბადს მოიხმარს ჩვენი სხეული, მით მეტ ცხიმს ვწვავთ.
რა უნდა გავაკეთოთ?
პირველ რიგში, ეს ვარჯიში ყოველდღიურად უნდა აკეთოთ დღეში 2-დან 10 წუთის განმავლობაში.
დადექით და წამოსწიეთ ერთი ფეხი წინ, მეორე კი დადგით უკან.
ახლა დაჭიმეთ დუნდულების კუნთები და გადაიტანეთ მთელი სხეულის წონა უკანა ფეხზე.
დაიწყეთ ჩაისუნთქვა 3 წამის განმავლობაში, პარალელურად, ასწიეთ ხელები თავს უკან.
შემდეგ ძლიერად ამოისუნთქეთ 7 წამის განმავლობაში და ამასთან, დაჭიმეთ სხეულის ყველა კუნთი.
გარდა ამისა, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს მეთოდი ამაგრებს სხეულის კუნთებს და აჩქარებს მეტაბოლიზმს.
ასევე იხილეთ:
უნიკალური იაპონური მეთოდი: როგორ შევამციროთ წელის გარშემოწერილობა 1,5 ზომით დიეტისა და ვარჯიშის გარეშე