1. იცეკვე ნებისმიერ მუსიკაზე: თავისუფალი მოძრაობები და 15 წუთში – მინუს 112 კალორია.
2. გაიხსენე ბავშვობა: 10 წუთი სახტუნაოთი ხტუნვა – მინუს 115 კალორია.
3. დაალაგე სახლი გენერალურად: იატაკების წმენდა, 30 წუთში – მინუს 121 კალორია.
4. ესტუმრე მეზობლებს: კიბეზე ასვლა-ჩასვლა, 30 წუთში – მინუს 190 კალორია.
5. დრო დაუთმე შენს ოთხფეხა მეგობარს: მასთან აქტიური თამაში, 30 წუთში – მინუს 97 კალორია.
6. სახლში პილატესის ვიდეოგაკვეთილის 30 წუთი – მინუს 104 კალორია.
7. ჩაატარე ექსპრეს-ვარჯიში: 15-15-წუთიანი პრესის ვარჯიში, რგოლის ტრიალი და სახტუნაოთი ხტუნვა – მინუს 138 კალორია.