არსებობს სხეულის ოთხი ძირითადი ფორმა:
1. მსხალი, როდესაც გამოკვეთილია თეძოები და უკანალი.
2. ვაშლი, როცა სისრულე წელისა და მუცლის არეზე მოდის.
3. ქვიშის საათი – სხეულის ძალიან ლამაზი ფორმა, როცა მკერდი და თეძოა გამოკვეთილი წვრილი წელის ფონზე.
4. მილი (მას ასევე უწოდებენ ბანანს), როცა არსად არაფერია გამოკვეთილი, პატარაა მკერდიც.
მაშ ასე, ვინ როგორ უნდა დაიკლოს წონაში?
"ქვიშის საათი" – ასეთი სხეულის ფორმის მქონეს მოუხდება სირბილი და ველოსიპედით სიარული.
"მილი" – ისინი, როგორც წესი, გამხდრები არიან. ასე რომ, პირიქით, სასურველია მოიმატონ კუნთოვანი მასა, ანუ ინტენსიურად ავარჯიშონ კუნთები.
"მსხალი" – უნდა იმუშაონ ხელის კუნთების გასამკვრივებლად და ჩაატარონ ვარჯიშები მოკლე ინტერვალებით.
"ვაშლი" – წელის გარშემოწერილობის შემცირებას შეძლებს გრძელვადიანი კარდიო და ძალოსნური ვარჯიშებით ტრენაჟორებზე.
დაბოლოს, რჩევა სხეულის ყველა ტიპის მქონეთ: ნუ წევხართ ტელევიზორთან და ნურც კომპიუტერთან იღამებთ თვალებს. გადით გარეთ და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.