ეს ვარჯიში მუცლის იმ კუნთებს ამუშავებს, რომლებიც ბრტყელ მუცელზეა პასუხისმგებელი.
დადექით ოთხზე. ღრმად ჩაისუნთქეთ ცხვირით და ამოსუნთქვისას მაქსიმალურად შეზნიქეთ მუცელი. შეყოვნდით ამ მდგომარეობაში ქვემოთ მითითებული დროის მანძილზე.
1 ეტაპი – გაიმეორეთ 4-ჯერ და თითო მუცლის შეზნექვა შეაყოვნეთ 4 წმ-ით.
2 ეტაპი – გაიმეორეთ 5-ჯერ და შეყოვნდით 5 წმ-ით.
3 ეტაპი – გაიმეორეთ 6-ჯერ და შეყოვნდით 6 წმ-ით.
4 ეტაპი – გაიმეორეთ 7-ჯერ, შეყოვნდით 7 წმ-ით.
თითოეულ ეტაპს შორის გააკეთეთ მხოლოდ 1-წუთიანი შესვენებები.