ახლა უკვე ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ იდეალური სხეული გვქონდეს – რჩევები თანამედროვეობის ყველაზე სექსუალური ქალებისგან – Victoria’s Secret-ის "ანგელოზებისგან" – პლუს მათი მწვრთნელის, მაიკლ ოლაჯაიდის მიერ შედგენილი ვარჯიშების კომპლექსი.
რჩება მხოლოდ ჩვენი სურვილი, რომ უნაკლოდ გამოვიყურებოდეთ.
ალესანდრა ამბროსიო:
"ვფიქრობ, რომ ახლა უკეთ გამოვიყურები, ვიდრე ათი წლის წინ. თურმე, იყო მუდამ ფორმაში, არც ისე რთულია. დაკავებული ვარ პილატესითა და იოგით; ასევე, პერიოდულად გავდივარ Brazil Butt Lift class-ის ათდღიან ინტენსიურ პროგრამას უკანალის კუნთების გასამკვრივებლად".
ერინ ჰეტერტონი:
"დავდივარ Ballet Beautiful-ის (ფიტნესი ბალეტის ელემენტებით) გაკვეთილებზე. ყველაფერთან ერთად, ეს ვარჯიშები სხეულს გრაციოზულსა და ქალურს ხდის – ზუსტად ისეთს, როგორიც ბავშვობიდან მინდოდა, რომ მქონოდა. გარდა ამისა, ეს შესანიშნავი საშუალებაა ხერხემლისთვის".
დაუტცენ კრეზი:
"ჩემთვის იდეალური ვარჯიში ისაა, რომლის დროსაც ძალიან ვოფლიანდები, - მე მიყვარს ბოლომდე დახარჯვა. ამიტომაც ყველაზე მეტად მომწონს კარდიოდატვირთვები. ბევრს დავრბივარ – ვგიჟდები ნიუ-იორკის ქუჩებში სირბილზე; სახტუნაოთი ვხტუნაობ და ხანდახან კრივითაც ვარ დაკავებული".
ადრიანა ლიმა:
"ყოველდღიურად ორ-ორი საათი ვვარჯიშობ. ჩემს ფიზიკურ დატვირთვაში აუცილებლად შედის ბოქსინგი, სახტუნაო და სიმძიმეების აწევა."
კენდის სვოუნპული:
"სპორტით სისტემატურად ვარ დაკავებული, მაგრამ ჩვენებების წინ ვაორმაგებ დატვირთვას: მიყვარს, როცა პოდიუმზე თავს უნაკლოდ ვგრძნობ და პირველ რიგში, ამ დროს საქმე უკანალსა და ფეხებს ეხება. ამიტომაც სხეულის ამ ნაწილებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ".
Victoria’s Secret-ის ფიტნეს-ინსტრუქტორის ვარჯიშების კომპლექსი:
სავარჯიშო ჯოხი
ამაგრებს მუცლის, მხრებისა და მკერდის კუნთებს
აიღეთ სავარჯიშო ჯოხი, ხელი მოჰკიდეთ ცენტრში და დაიკავეთ იატაკის პერპენდიკულარულად თქვენ წინ. გაჭიმული ხელი გასწიეთ გვერდზე (იხ.ფოტო), დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. იმეორეთ ერთი წუთის განმავლობაში. შეცვალეთ ხელი და გაიმეორეთ იგივე ვარჯიში.
სახტუნაო
ამაგრებს პრესს, დუნდულებისა და ფეხების კუნთებს
აიღეთ სახტუნაო და დაიკავეთ უკან: ხელები იდაყვებში მოხრილი გაქვთ სწორი კუთხით. ფეხის ტერფები ერთად, მუხლები ოდნავ მოხრილი. ნელა გადაახტით სახტუნაოს და როცა ფეხებით იატაკზე დადგებით, ჩაიბუქნეთ (იხ.ფოტო). იხტუნავეთ ნელ ტემპში ერთი წუთის განმავლობაში.
დარტყმები
ამაგრებს პრესს, ხელებისა და ზურგის კუნთებს
ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე, მუხლები ოდნავ მოხარეთ. ხელები მჭიდროდ გაქვთ მიდებული სხეულის კორპუსთან. შეკარით მუშტები და ასწიეთ ხელები სახის გასწვრივ. გააკეთეთ დარტყმა მარჯვენა ხელით (იხ.ფოტო), დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში და გაიმეორეთ იგივე მარცხენა ხელით. იმეორეთ 2-2 წუთი თითო ხელისთვის. ტემპს ნელ-ნელა მოუმატეთ.