ვარჯიშების ეს კომპლექსი კვირაში მინიმუმ 2-3-ჯერ კეთდება. დაიცავით ქვემოთ მოცემული თანამიმდევრობა.
ხანგრძლივობა: 15 წუთი
20 ბუქნი;
30-30-ჯერ თითოეული ფეხის დარტყმა (იქნევთ იატაკისკენ, მაგრამ არ ეხებით მას).
დაწოლილ მდგომარეობაში თითოეული ფეხის 40-40-ჯერ აწევა.
100 ახტომა (ხელები მაღლა, ფეხები მხრების სიმაღლეზე გაშლილი).
კედელს ზურგით მიეყრდენით და ჩაცუცქული გაჩერდით 50 წამის განმავლობაში.
40-ჯერ სუმო-ჩაბუქვნა (მუხლები გაშლილი განზე გაქვთ, ხელები წინ);
30-30-ჯერ თითოეული ფეხის განზე გაქნევა (დგახართ ფეხზე);
დაბოლოს, კვლავ 20 ბუქნი.
ასევე იხილეთ:
იდეალური ფეხების მქონე 13 ვარსკვლავი (+ფოტო)
30-დღიანი ვარჯიშების ცხრილი მკვრივი უკანალისა და მოხდენილი ფეხებისთვის
პილატესის ვიდეოგაკვეთილი: 2 კვირაში დათხელებული ფეხები და თეძოები