1. თუ მუცელზე ცხიმის დაწვა გსურთ, ვარჯიშის დროს მუცლის კუნთები დაჭიმული უნდა გქონდეთ.
2. თუ წვივების გახდომა გსურთ ბევრი უნდა იაროთ ფეხით, თუ ბარძაყების - ყოველდღიურად ფეხების ვარჯიში უნდა შეასრულოთ. დადექით სწორად, ხელები წელზე შემოიწყვეთ, მარჯვენა ფეხი გვერდით ასწიეთ და ნელა დაუშვით. პირველ ჯერზე 5-ჯერ გააკეთეთ შემდეგ ნელ-ნელა მოუმატეთ. იგივე გაიმეორეთ მარცხენა ფეხზეც.
3. თუ ფეხებზე არ გინდათ, რომ კუნთები დაგაჩნდეთ, კვირაში 2-3 ვარჯიში საკმარისია. ნუ დაივიწყებთ გაჭიმვებს.
4. უზმოზე უნდა დალიოთ 2 ჭიქა წყალი (ზამთარში ოთახის ტემპერატურის), სურვილისამებრ, - ლიმონით. 10 წუთის შემდეგ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ან სიმინდის ზეთი დალიეთ. ორგანიზმს ცხიმი ესაჯიროება მკერდის სილამაზისა და მენსტრუალური ციკლის დარეგულირებისთვის.
5. ზეთის დალევიდან 10-15 წუთის შემდეგ ისაუზმეთ. ალბათ შეხსენება არ უნდა გჭირდებოდეთ, რომ საუზმე ჯანსაღი, ვიტამინებით მდიდარი უნდა იყოს.
6. ეცადეთ, საუზმობიდან მხოლოდ 40 წუთის გასვლის შემდეგ დალიოთ სითხე. მანამდე არა! რათა არ გამოიწვიოთ კუჭის გადიდება, სიმძმე, არ შეაფერხოთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება.
7. იკვებეთ ხშირ-ხშირად (დღეში დაახლოებით 5-ჯერ, 3 საათის ინტერვალით), მაგრამ მცირე ულუფებით.
8. გახსოვდეთ, რომ აბანო და საუნა არ გეხმარებათ გახდომაში. მათ მხოლოდ წყალი გამოაქვს ორგანიზმიდან, რასაც 2 საათის შემდეგ ისევ შეივსებთ.
9. არ ჭამოთ საჭმელი 7 საათის შემდეგ. უნდა ივახშმოთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე.
10. 16 საათის შემდეგ მიიღეთ მხოლოდ ცილოვანი საკვები. ნახშირწყლები რთულად დასამუშავებელ ცხიმად გადაიქცევა.
11. წესად აქციეთ კონტრასტული შხაპი. იგი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, კანის ფერს. მოგაშორებთ ცელულიტს.
12. სადილობისას თითოეული ლუკმა დიდხანს ღეჭეთ. ფრანგი მანდილოსნების მოხდენილობის საიდუმლო იმაშია, რომ ისინი ცოტას და ხშირ-ხშირად ჭამენ, მაგრამ ლუკმას დიდხანს 20-25-ჯერ ღეჭავენ.
13. დანაყრების შეგრძნებას კუჭი ტვინს 20 წუთის აწვდის. წარმოგიდგენიათ, 20 წუთში რამდენს შეჭამთ?! ამიტომ, სწრაფად ნუ შეჭამთ.
14. თუ წახემსება მოგინდათ, 20-ჯერ ჩაიბუქნეთ და 50-ჯერ ახტით-დახტით. ან მაღაზიებში გაისეირნეთ და გადახედეთ ლამაზ კაბებს, რომლებშიც ვერ ჩაეტევით.
15. თუ მთელი დღე კომპიუტერთან გიწევთ მუშაობა, მცირეხნიანი შესვენებები მოიწყვეთ, რათა 5 წუთი ვარჯიშს, თუნდაც მუცლის პრესს დაუთმოთ.
16. საათში ერთხელ ყლუპ-ყლუპად დალიეთ 1 ჭიქა წყალი. არომატისთვის შეგიძლიათ ლიმონი ან პიტნა დაუმატოთ.
17. დაივიწყეთ: გაზიანი სასმელები, ჩიფსები, მაიონეზი, ძეხვი, ფასტ-ფუდი. შეამცირეთ: ალკოჰოლი, ყავა, სიგარეტი.
18. წაიხემსეთ თხილით, მაგრამ არ გადააჭარბოთ. ის საკმაოდ კალორიული პროდუქტია.
19. უპირატესობა მიანიჭეთ ზეთებს: სიმინდის, ზეითუნის, სელი.
20. თუ შემწვარი კარტოფილის გარეშე ვერ ძლებთ, კვირაში ერთხელ, მცირე ულუფით მიირთვით (მაიონეზისა და კეტჩუპის გარეშე). უმჯობესია, იგი მოხარშულით, ან აირღუმელში გამომცხვარით ჩაანაცვლოთ.
21. შავ პირშიც იმდენივე კალორიაა, რაც თეთრში. თუ პურზე უარის თქმა გიჭირთ, უპირატესობა უსაფუარო, უშაქრო, მსხვილად დაფქვილი ხორბლის პურს მიანიჭეთ.
22. დაემშვიდობეთ ტკბილ ჩაის, განსაკუთრებით სადილობის შემდეგ - ეს შხამია ორგანიზმისთვის! ჩაი დალიეთ სადილობამდე და სადილობის შემდეგ 1-საათიანი ინტერვალით, უშაქროდ. შაქარი ჩაანაცვლეთ თაფლით.
23. დღეში 2 ფინჯანი მწვანე ჩაი კუჭ-ნაწლავის მოქმედებასაც გაგიუმჯობესებთ და განწყობასაც აგიმაღლებთ.