ეს ვარჯიში დაგეხმარებათ, დაწვათ ცხიმი სხეულის ყველაზე რთულ ადგილებზე - მუცელზე, გვერდებსა და "გალიფეზე"; ფეხები კი მოხდენილი და მკვრივი გაგიხდებათ.
მისი შესრულება საკმაოდ მარტივია, ეფექტი კი - გრანდიოზული. შედეგს უკვე ერთ კვირაში შეამჩნევთ.
ვარჯიშს "მხედარი" ჰქვია. იგი ბოდიფლექს ჰგავს, მაგრამ მასზე ათჯერ ეფექტურია. მის შესასრულებლად ხელები ზევით ასწიეთ, ხელისგულები შეატყუპეთ, ფეხები განზე - მხრებს სიგანეზე ან უფრო განზე - გასწიეთ. შეისუნთქეთ მუცელი და თითქოს სკამზე დასაჯდომად ემზადებით, ჩაჯექით.
ხელები მაქსიმალურად მაღლა უნდა გქონდეთ აწეული, ბარძაყები - იატაკის პარალელურად. არ მოიხაროთ, ეცადეთ ხერხემალი გამართული გქონდეთ და არც წინ გადაიწიოთ. გაჩერდით 5-15 წამი, აიწიეთ, ხელები დაუშვით და ჩაისუნთქეთ. გაიმეორეთ სამჯერ.
შეგიძლიათ პოზაში მყოფმა ჩვეულებრივად, მშვიდად ისუნთქოთ, მაგრამ ეცადეთ, ყოველი ჩასუნთქვისას მუცელი მაქსიმალურად ამობეროთ, ამოსუნთქვისას - შეიწიოთ.
თავდაპირველად პოზაში დიდხანს გაჩერება გაგიჭირდებათ. პირველად შეიძლება სულ 5 წამი გაძლოთ, მაგრამ როცა მიეჩვევით, 3 წუთზე მეტხანს არ გაჩერდეთ.