ვაშლის ძმარი – ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას აგვარებს.
ის ხსნის თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, გაციებას. კარგია ჰიპერტონიის, მოწამვლის, ქრონიკული დაღლილობისა და რაც მთავარია, ზედმეტი წონის მოსაცილებლად. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ვაშლის ძმარი კიბოსთან ბრძოლაშიც და უნაყოფობის დროსაც ეფექტურია.
ვაშლის ძმარი სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის და დადებითად მოქმედებს მთლიანად ორგანიზმზე.
გთავაზობთ ვაშლის ძმრის სახლის პირობებში მომზადების წესს და დიეტის ერთ-ერთ ვარიანტს, რომელიც არა მხოლოდ ზედმეტ წონას მოგაშორებთ, არამედ მთელ ორგანიზმსაც გაწმენდს.
ვაშლის ძმრის მომზადების რეცეპტი:
დაგჭირდებათ მწიფე ვაშლი, წყალი და შაქარი.
მომზადების წესი:
1. გარეცხეთ ვაშლი, დაჭერით წვრილად და მოათავსეთ ემალის ჭურჭელში. შემდეგ დაასხით ცხელი წყალი (არა ადუღებული, დაახლოებით 60-70 გრადუსი ტემპერატურის). წყალი ვაშლს უნდა ფარავდეს და აღემატებოდეს 3-4 სანტიმეტრით.
2. ამის შემდეგ დაუმატეთ შაქარი (1 კგ ვაშლზე 100 გრ). თუ ვაშლი ტკბილია, შაქრის დოზა 2-ჯერ შეამცირეთ.
3. მოათავსეთ ვაშლიანი ქვაბი 2 კვირით თბილ ადგილას. დღეში ორჯერ ამოურიეთ. შემდეგ გაწურეთ და გაანაწილეთ ბოთლებში. გააჩერეთ ეს ბოთლებიც თბილ ადგილას 2 კვირით.
4. მზა ვაშლის ძმარი აუცილებელია შეინახოთ ბნელ და გრილ ადგილას, მჭიდროდ დახურულ ბოთლებში.
ძმრის დიეტა, ანუ როგორ მივიღოთ სწორად ვაშლის ძმარი გასახდომად
მადის დასაქვეითებლად:
გახსენით ჭიქაში 1 ჩაის კოვზი თაფლი და დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. მიიღეთ ეს სასმელი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
გასახდომი რეცეპტი #1
ერთ ჭიქა წყალში გახსენით ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი. მიიღეთ ეს სითხე უზმოზე, გაღვიძებისთანავე.
გასახდომი რეცეპტი #2
ერთ ჭიქა წყალში გახსენით 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და მიიღეთ საუზმეზე. იგივე სასმელი შეგიძლიათ დალიოთ დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს. ასევე, ძილის წინ (მაგრამ მშიერ კუჭზე არა).