წონის სწრაფი მატება ხშირად, მიუხედავად სწორი კვებისა და ფიზიკური აქტივობისა, ჰორმონული დარღვევითაა განპირობებული.
წონაზე მოქმედი ჰორმონების "მეგობრული ხუთეული" ასე გამოიყურება:
ადიპონექტინი - ის პასუხისმგებელია ორგანიზმში ცხიმების წვაზე. მეცნიერების მტკიცებით, ადამიანი უფრო სწრაფად იკლებს წონაში, თუ მის სისხლში დიდი რაოდენობითაა ადიპონექტინი. კილოგრამების დაგროვებისას ჰორმონის დონე ქვეითდება. თუმცა ჩვენც შეგვიძლია ორგანიზმი ვაიძულოთ წონაზე პასუხისმგებელი ამ ჰორმონის გამომუშავება: ამისათვის საჭიროა რაციონში ხშირად ჩავრთოთ კომბოსტო, გოგრის თესლი, ისპანახი.
ლეპტინი - ეს ჰორმონი მადაზეა პასუხისმგებელი. თუ სისხლში ჰორმონის შემცველობა დაქვეითებულია, ნაყროვანება გემუქრებათ. ლეპტინის დონის მომატებაში დაგვეხმარება რაციონის გამდიდრება თევზით, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3-ით.
გრელინი - მას შიმშილის ჰორმონს უწოდებენ. ის გვაიძულებს ვჭამოთ სხეულის ფორმებისთვის მავნე პროდუქტები (ცხიმიანი, ტკბილეული) არასასურველ დროს - საღამოს. დამტკიცებულია, რომ გრელინის დონე პირდაპირ კავშირშია ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხთან. ამიტომ კარგად გამოძინებასა და ყავისგან თავის შეკავებას გირჩევთ, რადგანაც ეს მატონიზირებელი სასმელი ზრდის შიმშილის ჰორმონის დონეს. გრელინის დონის დაქვეითებას ხელს უწყობს ცილები. ამიტომ საუზმეზე მიირთვით კვერცხი. გაგრძელება