თითოეულ ქალს სურს, დიდხანს შეინარჩუნოს ახალგაზრდობა. ცდილობს იყოს მოხდენილი, აკონტროლებს კვებას, მაგრამ არსებობს პროდუქტები, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ სახის კანზე.
1. ღვინო
ღმერთების სასმელადაა წოდებული, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს სახის კანზე. ღვინი შეიცავს შაქარს, პესტიციდებს, სულფიტებს, რაც კანის გაუწყლოებას იწვევს. ზიანდება ღვიძლი, კანი მომჩვარული ხდება, ჩნდება ნაოჭები და წითელი ლაქები. დაიცავით ზომიერება, ღვინო მიირთვით იშვიათად და არაუმეტეს 1-2 ჭიქისა ერთ ჯერზე. {{ArticleSplitCont}}
2. რძე
წლების მატებასთან ერთად ორგანიზმში მცირდება ნივთიერებები, რომლებიც ლაქტოზის გადამუშავებას უწყობს ხელს. შედეგად, რძის მიღების შემდეგ შეიძლება გამონაყარი გაგიჩნდეთ მთელ სხეულზე. იმისათვის, რომ კანი წესრიგში მოიყვანოთ, რძის პროდუქტებზე 1 კვირით უარი თქვით.{{ArticleSplitCont}}
3. შაქარი
შაქრის გადაჭარბებული მიღებისას კანი ელასტიკურობას კარგავს. აბერებს მას და ნაოჭებს აჩენს. თუ გსურთ, კანი დიდხანს დაგრჩეთ ახალგაზრდული, შეამცირეთ შაქარი.{{ArticleSplitCont}}
4. გლუტეინი
თუ სახე გიშუპდებათ, მუწუკები და ლაქები გიჩნდებათ, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ორგანიზმი ვერ ითვისებს გლუტეინს. მას შეიცავს: ლუდი, არაყი, ვისკი, ხორბალი, შვრია, ჭვავი. ეცადეთ, შეამციროთ გლუტეინის შემცველი პროდუქტების ჭამა 2-3 კვირით და სახის კანის მდგომარება გაგიუმჯობესდებათ.