თითებზე ბიოლოგიური წერტილებია განთავსებული, რომლებსაც განწყობასა და მთელ ორგანიზმზე აქვთ გავლენა. დღეს მოგიყვებით თითოეული თითის შესახებ.
დიდი თითი
შიშსა და თავის ტკივილზე აგებს პასუხს. თუ განერვიულებული ხართ ან თავი გტკივათ, 5 წუთით მოუჭირეთ ხელი დიდ თითზე.{{ArticleSplitCont}}
საჩვენებელი თითი
აკონტროლებს კუნთოვან ტკივილს. თუ კუნთოვანი ტკივილი გაწუხებთ ან ტკივილი ზურგის არეში, 5 წუთით მოუჭირეთ საჩვენებელ თითზე.{{ArticleSplitCont}}
შუა თითი
თუ დაღლილი ხართ, გაღიზიანებული ან გაბრაზებული, 5 წუთით მოუჭირეთ შუა თითს. კვლევით დამტკიცდა, რომ ასეთი ქმედება დაგიქვეითებთ არტერიულ წნევას და მოგადუნებთ.{{ArticleSplitCont}}
არათითი
ებრძვის ნეგატიურ ემოციებს, მოწყენილობას. 5 წუთით მოუჭირეთ არათითს და მშვიდად ისუნთქეთ.{{ArticleSplitCont}}
ნეკა
სტრესსა და ნერვოზულობაზე აგებს პასუხს. თუ ზედმეტად აკრიტიკებთ საკუთარ თავს და იქექებით საკუთარ თავში, 5 წუთით მოუჭირეთ ნეკა თითს და გაუშვით. პარალელურად იფიქრეთ დადებითზე.{{ArticleSplitCont}}
ხელისგული
ცენტრი დაიმასაჟეთ წრიული მოძრაობით. ეს გრძნობებისა და ემოციების დარეგულირებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ხელისგულის მასაჟი მოგიხსნით გულის რევის შეგრძნებას, დიარეასა ან შეკრულობას.{{ArticleSplitCont}}
ხელისგულები ერთად
ხელების მიტყუპება დაგეხმარებათ კონცენტრირებაში, გრძნობებისა და ფიქრების დალაგებაში გაგიუმჯობესდებათ სისხლის მიმოქცევა.