SOS!! მელანომა - მზის სიკეთემ ავთვისებიანი სიმსივნე რომ არ გამოიწვიოს...
SOS!! მელანომა - მზის სიკეთემ ავთვისებიანი სიმსივნე რომ არ გამოიწვიოს...
ზაფხულის სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა და სულ უფრო აქტუალური გახდა გარუჯვა.

ქალბატონები საათების განმავლობაში ვაფიცხებთ სხეულს მზის სხივებს, რათა მივიღოთ ნამზეურის სასურველი ფერი, მაგრამ ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ამ ეგზოტიკური სილამაზის მონიჭების გარდა, მზის სხივებს საკმაოდ დიდი ზიანის მიყენებაც შეუძლია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ერთ-ერთი უარყოფითი გავლენა, რაზეც ულტრაიისფერმა სხივებმა შეიძლება იქონიოს, კეთილთვისებიანი ხალია, რომელიც შესაძლოა გადაგვარდეს და ავთვისებიან სიმსივნედ - მელანომად გადაიქცეს...

ამ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას ხალისა და კანის კიბოს - მელანომის შესახებ.

ხალი - ეს არის პიგმენტური ნევუსი, რომელიც წარმოადგენს ბრტყელ ან კანის ზედაპირიდან მეტ-ნაკლებად წამოწეულ სხვადასხვა ზომის მოყავისფრო-მოშავო ლაქებს, რომელთა ზედაპირი ძირითად შემთხვევაში გლუვია ან დაფარულია თმის ერთეული ღერებით.

ჩვეულებრივ, იგი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, თუმცა განსაზღვრულ პირობებში შესაძლებელია, სახე შეიცვალოს და ერთ-ერთ ყველაზე ავთვისებიან სიმსივნედ, ე.წ. მელანომად გადაიქცეს. ამიტომ მის მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს.

ხალის გაავთვისებიანობის მიზეზები

ხალის გაავთვისებიანობის, ანუ მელანომის გამომწვევი ერთი კონკრეტული, ცალსახა მიზეზი არ არსებობს, თუმცა არსებობს გარკვეული გარემო ფაქტორები, რომელნიც დიდ როლს თამაშობენ ხალის გადაგვარებაში. ესენია:

ულტრაიისფერი დასხივება (მზის სხივები, სოლარიუმი), რომელიც მელანომის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მეტად ხელისშემწყობ ფიზიკურ ფაქტორად მიიჩნევა. ჭარბი ულტრაიისფერი სხივები აზიანებს პიგმენტური უჯრედების ბირთვს და არღვევს მისი კვდომის პროცესს, რის შედეგადაც ხდება უჯრედების სახეცვლილება, დაჯგუფება და სიმსივნის წარმოქმნა.

ამიტომ, თუ სხეულზე ჭარბად გაქვთ ხალი, განსაკუთრებით კი, მუქი შეფერილობის და კანის ზედაპირიდან წამოწეული, კატეგორიული უარი თქვით სოლარიუმზე. ასევე, მოერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას. გამოიყენეთ მზისდამცავი საშუალებები და ეცადეთ, რომ მაქსიმალურად მოერიდოთ ნამზეურის მიღებას, რათა თავიდან აიცილოთ ხალის ასეთი არასასურველი გართულება.

ხალის მექანიკური ტრავმა

ხალისთვის მექანიკური ტრავმაც ძალზე სახიფათოა. ეს არის - ხალის გაკაწვრა, მოგლეჯა, მასზე ტანსაცმლის მუდმივი ხახუნი,
სამართებლით ან სავარცხლით დაზიანება და ა.შ. ამიტომ თუ ხალი სხეულის ისეთ ადგილასაა, სადაც ხშირია მისი ტრავმირება, სასურველია, მოსცილდეს.

"გააქტიურებული" ხალის ნიშნებია:

ხალის გამკვრივება
ნახეთქების გაჩენა
ქავილისა და წვის შეგრძნება ხალის არეში
სისხლდენა
ხალის ფერის შეცვლა (გამუქება, გაღიავება)
თმის გაცვენა ხალის ზედაპირიდან
ხალის ზომის სწრაფი მატება

ამ ნიშნებიდან თუნდაც ერთის შემჩნევის შემთხვევაში აუცილებელია ონკოდერმატოლოგთან ვიზიტი. მელანომის ეფექტური მკურნალობა სწორედ მის დროულ გამოვლენაზეა დამოკიდებული.

მკურნალობა

ზოგადად, ხალი არანაირ პროფილაქტიკურ ან სამკურნალო პროცესებს არ საჭიროებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ:
• შეიმჩნევა გადაგვარებული ხალის ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე, თუნდაც ერთი შემთხვევა.
• განლაგებულია ისეთ ადგილას, სადაც დიდია მისი ტრავმირების ალბათობა.
• მოხვდა რადიაციის, დამწვრობის, მოყინვის ან კანის სხვადასხვა ქრონიკული გაღიზიანების არეალში.
• მიიღო მექანიკური ტრავმა.

ყველა ამ შემთხვევაში აუცილებელია

პროფილაქტიკურ-პრევენციული ზემოქმედება, რათა თავიდან იყოს აცილებული ხალის გაავთვისებიანობა.

გადაგვარებული ხალის მკურნალობის მთავარი მეთოდი მისი სრული მოცილებაა. ეს შეიძლება მოხდეს ქირურგიული ჩარევით, ლაზერით და ა.შ. მკურნალობის ტიპის შერჩევა მთლიანად პათოლოგიის სწორ დიაგნოსტიკაზეა დამოკიდებული.

ხშირად ხალს მოწვით იშორებენ, რაც ყოვლად დაუშვებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხალი ბრტყელია. დაშვებულია მხოლოდ იმ ხალოვანი წარმონაქმნის მოწვა, რომელიც კანზეა ჩამოკიდებული. ამ შემთხვევაშიც ხდება არა ხალის, არამედ იმ მონაკვეთის ამოწვა, სადაც ხალი მდებარეობს.

ნინო ჯანიძე
ჟურნალი "და ქალი"
(გამოდის თვის დასაწყისში)
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა ცხელ ზაფხულში
13:05 / 12-06-2017
პროფილაქტიკა საუკეთესო დაცვაა, ამიტომ:
რა მოხდება, 5 წუთი რომ გეჭიროთ შუა თითი
14:21 / 03-06-2017
თითებზე ბიოლოგიური წერტილებია განთავსებული, რომლებსაც განწყობასა და მთელ ორგანიზმზე აქვთ გავლენა. დღეს მოგიყვებით თითოეული თითის შესახებ.
ვარიქსინალი - ყოველთვის 1 ნაბიჯით წინ!
16:07 / 01-06-2017
ევროპული ბრენდი ქრონიკული ვენური დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში
12:13 / 24-05-2017
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში.
პროდუქტები, რომლებიც სახეს ცვლიან
14:00 / 20-05-2017
თითოეულ ქალს სურს, დიდხანს შეინარჩუნოს ახალგაზრდობა. ცდილობს იყოს მოხდენილი, აკონტროლებს კვებას, მაგრამ არსებობს პროდუქტები, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ სახის კანზე.
წონაზე მოქმედი 5 ჰორმონი - შეიძლება თუ არა მათი კონტროლი
12:52 / 15-05-2017
წონის სწრაფი მატება ხშირად, მიუხედავად სწორი კვებისა და ფიზიკური აქტივობისა, ჰორმონული დარღვევითაა განპირობებული.
ქალის 5 გინეკოლოგიური პრობლემა, რასაც ნერვიულობა და დეპრესია იწვევს
21:36 / 10-05-2017
ექიმების ერთ ნაწილი ფიქრობს, რომ ბევრი გინეკოლოგიური პრობლემა ნერვიულობის და დიდი განცდების შედეგია.
რა უნდა ვიცოდეთ საშვილოსნოს მიომის შესახებ
15:16 / 08-05-2017
რამდენიმე მითი საშვილოსნოს მიომის შესახებ
საეკლესიო საკმეველი კიბოს უჯრედებს კლავს
11:10 / 08-12-2016
მეცნიერებმა შეძლეს, ნაწილობრივ აეხსნათ მათ მიერ გამოკვლეული, კიბოთი დაავადებული იმ პაციენტების განკურნების ფაქტი, რომლებიც ხშირად დადიან ეკლესიაში.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი