რენტგენოლოგებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და რამდენიმეწლიანი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ თუ საკვებს ცივ სასმელს (ყინულიანი წყალი, "კოკა-კოლა", "პეპსი") მივაყოლებთ, საკვები კუჭში მოსანელებლად 4-5 საათს კი არ გასტანს, არამედ 20 წუთს.
მეცნიერების დასკვნაში წერია, რომ ცივი წყალი საკვებს გამოდევნის კუჭიდან. ორგანიზმი ვეღარ ასწრებს მის გადამუშავებას და ნაწლავებში გადასვლის შემდეგ ლპობას იწყებს.
რაც იწვევს სხვადასხვა უსიამოვნო შეგრძნებას (დისბაქტერიოზს). მეცნიერებს მოჰყავთ ”მაკდონალდსის” მაგალითი, რომელმაც ამ სქემით მილიონები იშოვა. ანუ, თუ საკვებს (სენდვიჩი, ჰამბურგერი, ჰოთ-დოგი) ყინულიან წყალს მიაყოლებთ, დანაყრების შეგრძნებას ვერ იგრძნობთ, რადგან ყინულიანი წყალი საკვებს ორგანიზმიდან განდევნის და თქვენ კიდევ და კიდევ მოგინდებათ ჭამა, რაც გასუქების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.
ნუ დავადანაშაულებთ მარტო "კოკა-კოლას", ნებისმიერ ცივ სასმელს შეუძლია საკვების კუჭიდან სწრაფი გამოდევნა. შესაბამისად, საკვებში ფულს ტყუილად გადაყრით, ვერ დანაყრდებით და საკუთარ თავს დააზიანებთ კიდეც.
მეცნიერების დასკვნა ასეთია: ნუ დალევთ ცივ წყალს ჭამამდე და ჭამის შემდეგ. ნებისმიერი სითხე უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. იმავეს თქმა შეიძლება ნაყინზეც. ნუ დააყოლებთ მას სადილს.
კიდევ ერთი განმარტება: ნუ გგონიათ, რომ ცივი წყალი გაგაგრილებთ. ორგანიზმს დიდი დრო სჭირდება ცივი წყლის თავის (36,6 გრადუსი) ტემპერატურაზე დასაყვანად. როცა ოთახის ტემპერატურის ან თბილ წყალს მომენტალურად ითვისებს და ადამიანიც შვებას გრძნობს.