სელის ზეთი - ატენიანებს მშრალ თმას, ანიჭებს ბზინვარებას, კვებავს თავის კანს. თუ თმის ნიღაბში სელის ზეთს დაუმატებთ, თმის ცვენას შეაჩერებთ.
მზესუმზირის ზეთი - გამოიყენეთ, თუ ბოლოჭამიები გაგიჩნდათ, თმა გამოგიშრათ. მზესუმზირის ზეთის ნიღაბი განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთრის პერიოდში.
ქოქოსის ზეთი - თუ თავს ხშირად იბანთ, იგი თქვენთვისაა შექმნილი. თმას უბრუნებს ბზინვარებას.
ნუშის ზეთი - აუცილებელია მათთვის, ვისაც თხელი და უსიცოცხლო თმა აქვს. ზეთი თავის კანში შეიზილეთ და სავარცხლით თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ.
ქაცვის ზეთი - გამოიყენეთ, თუ თმის ცვენა გაწუხებთ ან გსურთ, თმა სწრაფად გაგეზარდოთ. ქაცვის ზეთი თმას ბზინვარებასა და მოცულობას მატებს.
პალმის ზეთი - ამშვიდებს გაღიზიანებულ თავის კანს. თმას მოცულობას მატებს.
ატმის ზეთი - აღადგენს თმის სტრუქტურას. სასურველია მისი გამოყენება, თუ მშრალი თმა გაქვთ.
ქაფურის ზეთი - აღადგენს დაზიანებულ თმას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის კანში. აჩქარებს თმის ზრდას.