ქალი, რომელიც კმაყოფილია საკუთარი გარეგნობით, თამამად შეიძლება შევიყვანოთ გინესის რეკორდების წიგნში!
მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა უმეტესობა გამუდმებით წუწუნებს საკუთარ გარეგნობაზე. ერთს თმის ფერი არ მოსწონს, მეორეს – სხეული, მესამეს ნერვებს უშლის საკუთარი ცხვირის ფორმა და ზომა.
და თუკი პირველ შემთხვევაში თმის საღებავი შველის, მეორეში – სპეციალური ვარჯიშები და დიეტა, რა გამოსავალი აქვს მესამე შემთხვევას – ცხვირის ფორმით უკმაყოფილო ქალს?!
ნუ იჩქარებთ პლასტიკური ქირურგის სკალპელის ქვეშ დაწოლას, ჯერ წაიკითხეთ ეს სტატია, სადაც გასწავლით, როგორ შეიცვალოთ ცხვირის ფორმა რინოპლასტიკის გარეშე.
მასკირებული მაკიაჟი:
იმისათვის, რომ ცხვირი ვიზუალურად პატარა გამოჩნდეს, დაგჭირდებათ კოსმეტიკური საშუალებების ნაკრები და ცოტაოდენი დრო. თქვენი მთავარი ამოცანაა, რომ ღია და მუქი ფერებით მიუახლოვოთ საკუთარი ცხვირი იდეალს. ამისათვის დაგჭირდებათ სამი ფერის ტონალური კრემი:
რაც შეეხება კრემის სტრუქტურას, ის უნდა იყოს საკმაოდ სქელი, მაგრამ ამასთან, მაქსიმალურად ბუნებრივი და შეუმჩნეველი კანზე. განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია კრემის ტექსტურა იმ შემთხვევაში, თუკი სახეზე ჭორფლი ან პიგმენტური ლაქები გაქვთ. ძალიან მუქი ტონალურის წასმის შემდეგ ისინი ბევრად შესამჩნევი გახდება, ხოლო ზედმეტად ღია ფერის ტონი არანაირ ეფექტს არ მოგცემთ.
როგორ დავაპატარაოთ ვიზუალურად განიერი ცხვირი? ამ შემთხვევაში ცხვირის მთავარ ზოლზე და შუბლისკენ უნდა წაისვათ ღია ფერი, ხოლო ცხვირის გვერდებზე ბევრად მუქი ტონი.
თუკი თვლით, რომ თქვენი ცხვირი ზედმეტად გრძელია, შემდეგი ხრიკი გამოიყენეთ – შუბლიდან ცხვირის შუა წერტილამდე წაისვით ღია ტონი, ხოლო ცხვირის წვერი გაიმუქეთ.
პირველ და მეორე შემთხვევაშიც ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ერთი ტონიდან მეორეში გადასვლა ბუნებრივი იყოს და არა მკვეთრი. ამიტომაც მაკიაჟის გაკეთებისას გამოიყენეთ სპეციალური ღრუბელი ("სპონჟი"). მისი მეშვეობით არა მხოლოდ შეუმჩნეველ გადასვლებს გააკეთებთ, არამედ ზედმეტ კოსმეტიკასაც ჩამოიშორებთ. იმისათვის, რომ მაკიაჟი ტონალური კრემის წასმის შემდეგ ნიღაბს არ დაემსგავსოს და უნაკლო იყოს, ოდნავ დაისველეთ სახე წყლით.
მუქი ტონალური კრემის კარგი ალტერნატივა იქნება ჩვეულებრივი "რუმიანა". ისიც ისევე უნდა წაისვათ ცხვირის წვერზე, ოღონდ არა "სპონჟით", არამედ ფუნჯით. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ ცხვირის კორექციას ვარდისფერი "რუმიანით", ამისათვის უმჯობესია გამოიყენოთ ბრინჯაოსფერი ან ყავისფერი გამა.
როგორ დავიპატარაოთ ვიზუალურად ცხვირი? შეუთავსეთ აქცენტები! როგორც ცნობილია, ლამაზი ადამიანების ლოყების, თვალების, ტუჩების, ცხვირისა და წარბის ზომა პროპორციულია. ამიტომაც საკმარისია, მაკიაჟის მეშვეობით გაიდიდოთ სახის სხვა ნაწილები, რომ ცხვირის ფორმაც ბევრად ჰარმონიული გამოჩნდება მათთან მიმართებაში. თამამად გაიდიდეთ თვალები ღია ფერის ჩრდილებით და წაისვით მბზინავი საცხი ტუჩებისთვის მოცულობის მისაცემად – სულ ეს არის მთელი საიდუმლო!
რაც შეეხება წარბს, აქ ყველაფერი ისე მარტივად არ არის, ცხვირს ხომ ვიზუალურად კიდევ უფრო ადიდებს ძალიან განიერი და სწორი, ასევე ზედმეტად წვრილი - ძაფივით წარბი. ასევე, არ არის სასურველი წარბის ზედმეტად გაღიავება. აირჩიეთ მკვეთრად მოხრილი ფორმა და გაიმუქეთ ის სპეციალური ფანქრით. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევთ სასურველ შედეგს.
სწორად შერჩეული ვარცხნილობა – კიდევ ერთი მეთოდია ცხვირის ფორმის გასასწორებლად სახლის პირობებში. განიერი ან გრძელი ფორმის ცხვირის მქონე ქალებს არ მოუხდებათ ძალიან სწორი, მკვეთი ხაზებით შეჭრილი თმა და ასევე, ზედმეტად ჩამოსწორებული.
პრობლემის მოხსნაში დაგეხმარებათ საშუალო სიგრძის ან ძალიან მოკლე ვარცხნილობა. მაგრამ მთავარი მაინც – მოცულობაა. ასე ძალიან მასიური ცხვირიც კი ბევრად თხელი და მოკლე გამოჩნდება.
აი "ჩოლკაზე" კი მოგიწევთ უარი თქვათ. თქვენი მეორე უმთავრესი ამოცანაა – სახე ღიად დატოვოთ. თუ "ჩოლკის" გარეშე მაინც არ შეგიძლიათ, შეიჭერით ისეთი, რომელიც მთელ შუბლს არ დაგიფარავთ (გადაწეული, ირიბი, უსწორმასწორო ან მოკლე).
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თმის ფერს, მასაც უმთავრესი როლი აქვს ცხვირის კორექციაში. აირჩიერთ ღია ან უკიდურეს შემთხვევაში – ღია-ყავისფერი, მაგრამ არამც და არამც მუქი, რადგან ეს ფერი ცხვირზე კიდევ უფრო მეტ აქცენტს გააკეთებს.
პოსტ-სკრიპტუმი:
ძვირფასო ქალბატონებო! ყოველი თქვენგანი ბუნებამ განუმეორებელი სილამაზით დააჯილდოვა. ისწავლეთ, სწორად გაუსვათ ხაზი საკუთარ სილამაზეს და მაშინ ნებისმიერ "ჟურნალის გოგოს" შეშურდება თქვენი უნიკალურობის!