საოცრად ეფექტიანი ნიღაბია. იგი 25 წელს გადაცილებულმა ყველა გოგონამ კვირაში ერთხელ მაინც უნდა გაიკეთოს.
დაგჭირდებათ: 100 გრამი ნაღები, 1 კვერცხის გული, 1 სადილის კოვზი თაფლი, 2 ს/კ კონიაკი, 1 ს/კ ლიმონის წვენი. ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ და სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 1 საათი. დროის გასვლის შემდეგ მოიწმინდეთ ხელსახოცით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
რამდენიმე პროცედურის ჩატარებიდან თქვენი კანი ხავერდოვანი და გადატკეცილი გახდება. აგრეთვე, დაუბრუნდება ლამაზი ფერი და ახალგაზრდული იერი.
ნიღაბის დარჩენილი ნაწილი მინის ქილაში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ.