კანის მდგომარეობა პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენს კვებაზე. ეს ის პროდუქტებია, რომლების ხშირი მიღებაც ლამაზი, სუფთა, გლუვი და ელვარე კანის გარანტიაა.
წითელი და ნარინჯისფერი ხილ-ბოსტნეული
სტაფილო, ბულგარული წიწაკა, პომიდორი, ატამი, გარგარი და სხვა წითელი და ნარინჯისფერი ხილ-ბოსტნეული ბევრ ბეტაკაროტინს შეიცავს. ბეტაკაროტინი ანტიოქსიდანტია, რომელიც კანის უჯრედების განახლებაზე აგებს პასუხს და სახის ფერსაც აჯანსაღებს.
კენკრა და ციტრუსები
მომჟავო-მოტკბო გემოს კენკრა და ხილი (მოცვი, მარწყვი, ციტრუსები) შეიცავს ბევრ C ვიტამინს. ეს ვიტამინიც მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც სისხლძარღვებს ამაგრებს და კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს. ამ თვისებების წყალობით C ვიტამინი მკვეთრად ანელებს კანის ნაადრევ დაბერებას.
თხილეული
თხილეული ძალიან სასარგებლოა კანისთვის. მათში არის E ვიტამინი და კოენზიმ Q10. E ვიტამინი ანტიოქსიდანტია, კანის უჯრედებს იცავს ტოქსინებისა და მზისგან. კოენზიმ Q10-ის გამომუშავება კი 30 წლის შემდეგ მკვეთრად ნელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მუდმივად შევსება. ეს ორივე ვიტამინი აჩქარებს კანის რეგენერაციას და კვებავს უჯრედებს.
ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი ახალგაზრდობის ელექსირად მიიჩნევა. მასში სამჯერ მეტი ცხიმმჟავა და E და B ვიტამინებია, ვიდრე სხვა ზეთებში. ის მომენტალურად გაცილებთ სიმშრალეს და აღადგენს კანს.
იხილეთ მასალა სრულად